ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია

4 Dec. 2024, 16:23

არ ვიყავით ბევრნი, მოგეხსენებათ 24-საათიან მორიგეობაში ვართ, აქ ბევრი ადამიანი აფარებს თავს, როცა მოიწამლებიან, დარბევების დროს, ა.შ.

ჩვენ მანამდე ამას არ ვამბობდით, რომ პრობლემები არ შეჰქმნოდათ ახალგაზრდებს(ვინებიც თავს "ახალის" ოფისს აფარებდნენ) ახლა უკვე შეიძლება თქმა, ვინც აქ მოდიან — ბევრი ხალხი მოდის ძალიან, 200-300 ადამიანი ყოველდღიურად, დარევების დროს სამედიცინო დახმარებას ვუწევთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს ხალხი ჩვენთვისაც ბევრ რაღაცას აკეთებს, ჩვენც ასევე ვცდილობთ, რომ ყველაფერი ვაკეთოთ, იმიტომ, რომ რეალურად სამშობლოსთვის ბრძოლა არის ეს და ერთიანი ბრძოლაა, ვისაც რითი შეგვიძლია, ერთად ვაკეთებთ.

არ ვიცი, როგორც ჩანს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდათ და მოვიდნენ, ან რამე სხვა, ან დაშინება და ა.შ. კოალიცია ცვლილებებისთვის და კონკრეტულად პარტია ახალი რომლის ოფისშიც შემოვიდნენ. მანამდე მოვთხოვეთ ჩხრეკის ორდერი თუ რატომ შემოდიან, რამდენიმე წუთი ითათბირეს, შემდეგ უკან გაბრუნდნენ. სავარაუდოდ ან ორდერზე გაბრუნდნენ, ან საერთოდ წავიდნენ, მაგას ვერ ვიტყვი, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ნუ ეს სრულმასშტაბიანი რეპრესიების მოვლენები ჩვენ ახლა გვაქვს, ჩვენს წინააღმდეგ არის რუსეთი, ამიტომ მზაობა გვაქვს ყველაფრისთვის, შესაბამისად: არც გაგვკვირვებია, არც შეგვშინებია.

ამის შესახებ განაცხადა კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ. 

ცნობისთვის, დღეს, 4 დეკემბერს, პოლიცია პარტია "ახალის" ოფისში სამართალდამცავები, ჩხრეკის ორდერის ფლობის გარეშე შევიდნენ. სამართალდამცავებმა პარტიის ოფისი მალევე, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დატოვეს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…