სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორის მიმართვა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს
სახელმწიფოს დაცვის გენერალ-მაიორი გიორგი ალექსიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მიმართავს:
"ბატონებო, დღეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და მომავალი დემოკრატიული განვითარების უაღრესად მძიმე და სახიფათო მომენტში, მოგმართავთ თქვენ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების გარანტს.
ბატონო ოფიცრებო და გენერლებო, დარწმუნებული ვარ, თითოეულმა თქვენგანმა აირჩია ეს რთული და საპატიო პროფესია, რათა ემსახუროს საკუთარ სამშობლოს და დაიცვას იგი ნებისმიერი საფრთხისგან. შექმნილ ვითარებაში, სწორედ თქვენ გაქვთ პირდაპირი ვალდებულება, ამასთანავე რესურსიც, რათა დაიცვათ ქვეყნის განვითარების კონსტიტუციით გარანტირებული პოლიტიკური კურსი და აარიდოთ საქართველოს ხელახალი ინტერვენციის საფრთხე.
თანამედროვე ეპოქამ, რუსეთის მხრიდან დამოუკიდებელ და დემოკრატიულ სახელმწიფოებთან ომის, მათი ოკუპაციის და ანექსიის ახალი ფორმები წარმოშვა. ხშირად რეალური საფრთხე ძალზედ კარგად არის შენიღბული, რის გამოც, იგი დროულად რთულად ამოსაცნობია. მაგრამ, ვინ თუ არა თქვენ, ბოლო წლების განმავლობაში, ნათლად ხედავდით თუ როგორ უდიერად ეპყრობოდნენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, როგორ აბრალებდნენ მათ ომის დაწყებას და ომის წაგებას, როგორ შეურაცხყოფდნენ და აბუჩად იგდებდნენ ჩვენი ეროვნული გმირების ხსოვნას, როგორ აკნინებდნენ ქართულ ჯარისკაცს და შეურაცხყოფას აყენებდნენ ქვეყნის მთავარსარდალს ჯარისკაცების თანდასწრებით, როგორ არ იშურებდნენ ძალისხმევას ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობისა და საბრძოლო სულის დასაქვეითებლად.
ჩვენი ქვეყნის ერთგული პარტნიორები, რომლებმაც ათეული წლების მანძილზე უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული ჯარის აღმშენებლობის პროცესში, დღეს მტრად არიან გამოცხადებული. ამ ვითარებაში, ისინი იძულებული გახდნენ შეეწყვიტათ დახმარების და წვრთნის ყველა პროგრამა, რაც უახლოეს მომავალში აუცილებლად სავალალო შედეგს გამოიღებს და რადიკალურად შეასუსტებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას.
აშკარაა, რომ არალეგიტიმური და ჩვენი დაუძინებელი მტრის მიერ ნაქები, არჩევნების გამყალბებელი ოლიგარქია, ნებისმიერ ფასად ცდილობს ქვეყნის მართვის სადავეების მიტაცებას. არსებული მახინჯი სისტემის მიერ საქართველოს მოსახლეობაზე არნახული სისტემატური ძალადობის და ქვეყნის განვითარების კონსტიტუციური კურსის დანაშაულებრივი ცვლილების ფონზე, აგრეთვე რუსეთის მოსალოდნელი ხელახალი შემოჭრის საფრთხის წინაშე, სამშობლოს დაცვის და მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნების პასუხისმგებლობა ეკისრება თითოეულ თქვენგანს, განსაკუთრებით კი გენერალური შტაბის უფროს და უმაღლეს ოფიცრებს.
მოვიდა დრო მკაფიოდ გამოხატოთ თქვენი პოზიცია და დაუდასტუროთ ერთგულება სამშობლოს და ქართველ ხალხს, სანამ კვლავ არ დაიღვარა საქართველოს პატრიოტების სისხლი და არ დაიკარგა წლების მანძილზე სიმწრით მოპოვებული დამოუკიდებლობა, თორემ ხვალ შეიძლება დასაცავი არც აღარაფერი დაგრჩეთ.
პატივისცემით,
გიორგი ალექსიძე
სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი
ყოფილი:
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი;
საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილე,
ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი;
ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი;
საქართველოს საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის,
ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების უფროსი.
— ვკითხულობთ განცხადებაში
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები