ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი ხვანჭკარისა და ჩურჩხელის უნიკალური ნაყინი
ფოტო: Ice 'N Rolls
Ice 'N Rolls - ასე ჰქვია კომპანიას, რომელიც გიორგი რაზმაძემ და ნიკა ჩუგოშვილმა დააფუძნეს. ორივე მათგანი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან და სწავლის პარალელურად, ბიზნეს საქმიანობასაც ეწევიან. ახალგაზრდებმა ბიზნესში ჩართვა არც თუ ისე დიდი ხნის წინ გადაწყვიტეს და მათი პროდუქტი უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. „ყველაზე ქართული ნაყინი“ ასე აფასებს გიორგი რაზმაძე Ice 'N Rolls-ის პროდუქტს, რომელიც ქართველებისთვის აქამდე სრულიად უცნობი სახის ნაყინს ამზადებს.
როგორ გაჩნდა კომპანიის ჩამოყალიბების იდეა?
იდეა მე და ჩემს მეგობარს მესამე კურსის დასაწყისში, დაახლოებით ერთი წლის წინ გაგვიჩნდა. ინტერნეტით ვნახეთ რამდენიმე ვიდეო მსგავსი ნაყინის შესახებ, რომელიც ძალიან პოპულარული იყო როგორც უცხოეთში, ისე საქართველოშიც. ამის შემდეგ, დავფიქრდით, ხომ არ გვეცადა, რომ გაგვეკეთებინა ამ ნაყინების ირგვლივ რაიმე თემა. შემდეგი ეტაპი იყოს ბაზრის შესწავლა - ვმუშაობდით ამ საკითხზე და ვფიქრობდით, რამდენად გაამართლებდა. რიგი დეტალების განხილვის შემდეგ, დაახლოებით ზამთრის პერიოდში, უკვე დავიწყეთ აპარატის შეძენაზე მუშაობა. ჩამოვაყალიბეთ ბრენდი, სხვადასხვა დეტალებიც დავალაგეთ და სეზონისთვის დავიწყეთ მზადება. ჩვენი გეგმა იყო, რომ გაზაფხულის მეორე ნახევრისთვის უკვე მზად გვქონოდა ყველაფერი და ერთი ლოკაცია მაინც გაგვეხსნა.
ყველაფერი კარგად წავიდა და ექვს მაისს გავიხსენით. ჩვენი პირველი ლოკაცია East Point-შია. ამას გარდა, სხვადასხვა ფესტივალებზეც ვიყავით წარმოდგენილი და ახლა გაფართოებაზეც ვფიქრობთ.
რითი გამოირჩევა თქვენი პროდუქტი ბაზარზე არსებული სხვა ნაყინებისგან?
ჩვენი ნაყინი, პირველ რიგში, იმით გამოირჩევა, რომ ადგილზე მზადდება. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ უყუროთ, როგორ ამზადებენ ყველაფერს თქვენი შეკვეთისთვის. ამას გარდა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი არჩევანი. ჩვენ იმდენი სახის ინგრედიენტი გვაქვს, რომ ყოველდღე შეგიძლიათ უნიკალური ნაყინი მიიღოთ, რომელიც აქამდე არასდროს გაგისინჯავთ. ნებისმიერ დროს, როცა ნაყინისთვის მოხვალთ ჩვენთან, სულ ახალი და ახალი გემო დაგხვდებათ.
ნაყინის დამზადებაში თავად მომხმარებელი აქტიურად არის ჩართული. ინგრედიენტებს თავად ირჩევს - თუ სურს შეურევს მარწყვს და შოკოლადს, ან მარწყვსა და ქინდერს. ეს მისი გემოვნების საკითხია. ამას გარდა, ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი უნიკალური პროდუქტი - ალკოჰოლური ნაყინები.
ბოლო დროს უამრავი ადამიანი გამოჩნდა, რომელიც გვსაყვედურობს ესა თუ ის ინგრედიენტი რატომ არ გაქვთო. სწორედ მათთვის, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პრობლემა სხვაგვარად გადავჭრათ. თუ ვინმეს სურს ისეთი ინგრედიენტის დამატება, რომელიც ჩვენ არ გვაქვს, შეუძლია მოგვიტანოს და ნაყინად ჩვენ დავუმზადებთ. იყო შემთხვევა, როცა რამდენჯერმე დონატები მოგვიტანეს და უგემრიელესი ნაყინი შევქმენით.
აღსანიშნავია, რომ Ice 'N Roll-ის ნაყინის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი კახური ჩურჩხელა და ხვანჭკარაა. გიორგი და ნიკა პირველები იყვნენ, ვინც ტრადიციული ქართული ელემენტების გამოყენება უგემრიელესი ნაყინის შესაქმნელად გადაწყვიტეს. გემო და არომატი სიტყვებით რთული ასახსნელია, თუმცა გეტყვით, რომ ჩურჩხელიანი ნაყინი იმაზე უფრო მომაჯადოებელია, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
როგორი რეაქცია ჰქონდა მომხმარებელს, როდესაც გაიგეს, რომ ხვანჭკარისა და ჩურჩხელისგან ნაყინს ამზადებდით?
თავდაპირველად, როდესაც ხვანჭკარისა და ჩურჩხელის ნაყინი გავაკეთეთ, რომელსაც ანალოგი არ აქვს, ხალხს არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდა. ყველას ეგონა, რომ პროდუქტი უცხოელებზე იყო გათვლილი. არადა, პირველ რიგში, რასაც ვქმნით, ქართველებისთვის ვაკეთებთ. გვინდა, რომ ჩვენმა ნაყინმა ქართველები მოხიბლოს და შემდეგ ყველა დანარჩენი. პირველი ეტაპის შემდეგ, როდესაც უკვე პროდუქტის გაპიარება დავიწყეთ, ბევრმა გასინჯა ქართული ღვინისგან გაკეთებული ნაყინი. თუკი თავიდან სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი, გასინჯვის შემდეგ აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.
სიმართლე გითხრათ, თავიდან ალკოჰოლურ ნაყინებზე, ინტერესი ძალიან მწირი იყო. ცხადია, ალკოჰოლი და ნაყინი ერთმანეთთან არ ასოცირდებოდა, რის გამოც ხილის ნაყინები უფრო აქტიურად იყიდებოდა. ეს ეტაპიც გავიარეთ და მომხმარებელი დარწმუნდა, რომ ალკოჰოლური ნაყინებიც არანაკლებ გემრიელია. ამ ეტაპზე ჩვენ მრავალი სახეობის ალკოჰოლური ნაყინი გვაქვს და მათგან ერთ-ერთი გამორჩეული სწორედ ხვანჭკარისაა. ამასთან, გამოვარჩევდით ბეილისის ნაყინსაც.
მომზადების მეთოდი
Ice 'N Rolls ინოვაციურ ნაყინს ტაილანდური ტექნიკით ამზადებს, თუმცა ტაილანდური მხოლოდ მეთოდია, დანარჩენი კი მათი ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენს. დამზადების პროცესში გამოყენებულია სტანდარტული ვანილის სითხე, რაშიც ხდება სხვადასხვა ინგრედიენტების შერევა. მომხმარებელი მიდის მომსახურე პერსონალთან და არჩევს იმ ინგრედიენტებს, რომლის შერევაც სურს. ინგრედიენტების შერჩევის შემდეგ ხდება მათი ვანილის სითხეში გაზავება და საბოლოო ჯამში მიიღება ნაყინის როლები. ამ ყველაფერს კი სულ რაღაც ერთი წუთი მიაქვს.
კომპანია სამი თვეა რაც ბაზარზე გამოჩნდა. ამ ხნის განმავლობაში, როგორც გიორგი რაზმაძე ამბობს, მათი პროდუქტის მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება.
"სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ჩვენი ნაყინები. ვინაიდან, ჩვენს მომხმარებლებს არჩევანის მრავალფეროვნება აქვს, ვფიქრობთ, რომ ერთხელ მოსვლის შემდეგ, კვლავ დაბრუნდება ახალი გემოს აღმოსაჩენად. კომპანიის განვითარებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის მთავარია, რომ მომხმარებელი კმაყოფილი იყოს იმით, რასაც ვაკეთებთ“, ამბობს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
Ice 'N Rolls მომავალში მრავალი სიახლის დანერგვას აპირებს, თუმცა ამის შესახებ წინასწარ საუბარი არ სურთ. ერთი რამ ცხადია - კომპანია მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს და სულ ახალი და ახალი ინგრედიენტების დამატებას აპირებს. ამასთან, კომპანიის გეგმებში რამდენიმე ახალი ლოკაციის დამატებაც შედის. ამ ეტაპისთვის კი, ნაყინის ინოვაციური რგოლების დასაგემოვნებლად შეგიძლიათ ეწვიოთ East Point-ს.
Ice 'N Roll-ისთვის მიმდინარე წელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი 2017 წლის ბიზნეს დაჯილდოებაში იღებენ მონაწილეობას. წარმატებული კომპანიის შემქმნელები იმ ადამიანებს შორის არიან, რომლებიც #გააზიარეწარმატების ფარგლებში დამწყებ სტარტაპერებს მოტივაციას აძლევენ და ამის პარალელურად, დაჯილდოებაში მნიშვნელოვანი პრიზის მოპოვებისთვის იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, რომ #გააზიარეწარმატება - ამ სლოგანით საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოება, თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ორგანიზებით, წელს მეორედ გაიმართება. შვიდ ნომინაციაში კონკურსანტების რეგისტრაცია უკვე დასრულებულია და ის ვებგვერდზე businessaward.ge-ზე მიმდინარეობდა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში




კომენტარები