ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენ უკვე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მიღმა ვართ
ფოტო: OC-Media
ჩვენ უკვე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მიღმა ვართ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
როგორც არმენპრესი იუწყება, ეროვნულ ასამბლეაში "სამოქალაქო ხელშეკრულების" წევრმა, დავიდ კარაპეტიანმა გაიხსენა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია მთიანი ყარაბაღის მოვლენებში ვერ ჩაერია, რადგან სომხეთის რესპუბლიკაზე თავდასხმა არ მომხდარა. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სომხეთი მხარს უჭერს ყველა დოკუმენტს, რომელიც მიღებულია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში.
"ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა: 2021 და 2022 წლებში იყო ტერიტორიული ხელყოფა და აგრესია სომხეთის წინააღმდეგ. ამავდროულად, აგრესია მას შემდეგ მოხდა, რაც ჩვენს მოკავშირეებთან განვიხილეთ ეს საკითხი და დავინახეთ, რომ მოვლენები ამ მიმართულებით ვითარდებოდა. ამ დროს მივიღეთ პასუხი ჩვენი მოკავშირეებისგან, რომ სომხეთის რესპუბლიკის საზღვრები წითელი ხაზია. როცა მოხდა ხელყოფა, ჩვენ ვუთხარით: ძვირფასო კოლეგებო, წითელი ხაზი, რომელზეც თქვენ საუბრობდით, გადალახულია. ამის შემდეგ თქვეს: ეტყობა საზღვარი არ იყო შემოსაზღვრული? მაშინ ჩვენ ვთქვით: ამ შემთხვევაში, სად არის წითელი ხაზი, გვაჩვენეთ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის პასუხისმგებლობის ხაზი სომხეთის რესპუბლიკაში. არ გვაჩვენეს.
ჩემი რეაქცია, რომელიც საჯაროდ გავაჟღერე, ასეთი იყო – თუ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას არ აქვს პასუხისმგებლობის ზონა სომხეთში და ვერ ავლებს ამ ხაზს, მაშინ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, როგორც ორგანიზაცია, არ არსებობს და ამიტომაც უარი ვთქვი 2022 წლის შემოდგომაზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე. ყარაბაღის ირგვლივ ვითარება აბსოლუტურად არაფერ შუაშია", — აღნიშნა ფაშინიანმა.(პირველი არხის თარგმანი)
მისივე თქმით, სომხეთმა გაყინა მონაწილეობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას საქმიანობაში, რაც ნიშნავს, რომ სომხეთი არ მონაწილეობს დოკუმენტის შემუშავებაში.
"ჩვენ უბრალოდ ვეტოს არ ვადებთ არცერთ დოკუმენტს, რადგან, ფაქტობრივად, ჩვენ უკვე მივიჩნევთ თავს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მიღმა და ვუშვებთ, მათ მიიღონ მათთვის სასურველი გადაწყვეტილებები. ჩვენ არ ვერევით მათ საქმეებში, ჩვენი კოლეგების პატივისცემით. ვფიქრობ, რომ აქ ჩვენ გადავკვეთეთ ის ხაზი, რომლიდანაც უკან ვეღარ დავბრუნდებით", — აღნიშნა ფაშინიანმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები