უილიამ ბრაუდერი: საქართველოს ახლანდელი არალეგიტიმური მთავრობა არის რუსეთის მარიონეტი
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
"მნიშვნელოვანია გავუშვათ გზავნილი, რომ სენატსა და კონგრესში არის ორპარტიული კონსენსუსი ამ [ძალადობის] საკითხზე საქართველოსთან მიმართებით და რომ არ ვაპირებთ უმოქმედოდ შევეგუოთ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, რომლებიც ქვეყანაში ხდება. ვიმედოვნებ, პრემიერმინისტრი და მმართველი პარტია მიიღებენ ამ გზავნილს" — განაცხადა ჯინ შაჰინმა
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე მოწმის სტატუსში მონაწილე ამერიკელმა ბიზნესმენმა სერ უილიამ ბრაუდერმა ხაზი გაუსვა ამერიკელი კანონმდებლების როლს ნებისმიერი პრეზიდენტის ადმინისტრაციის იძულებაში, მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობისთვის. უილიამ ბრაუდერმა საქართველოზე და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილზეც ილაპარაკა.
"სად იშოვნა მან ფული? — რუსეთში. როგორ იშოვნა მან ფული რუსეთში? — "გაზპრომისა" და სხვა სახელმწიფო კომპანიების საშუალებით, რომლებიც, ჩემი გამოცდილებით, უკიდურესად კორუფციულია. მან იშოვნა რამდენიმე მილიარდი. დაბრუნდა საქართველოში და როგორ აკონტროლებენ მას რუსები? — ისინი ეუბნებიან: შენ ფული იშოვნე იმ გზით, რომელიც პოტენციურად საეჭვოა. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი ჩამოგართვათ, აღვძრათ სისხლის სამართლის საქმეები შენს წინააღმდეგ და ყველანაირ გზას მივმართოთ ან შეგვიძლია არაფერი არ გავაკეთოთ, თუ დაგვეხმარები. რა გააკეთა მან? — დაეხმარა მათ და მას შემდეგ აქტიურად ეხმარება და ვფიქრობ, სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ საქართველოს ახლანდელი არალეგიტიმური მთავრობა არის რუსეთის მარიონეტი მთავრობა და სამართლიანი იქნება ითქვას, რომ ბატონი ივანიშვილი მთელ ამ სიტუაციაში ძალიან აქტიურ როლს ასრულებს.
ეს არის ერთი მაგალითი, როგორ მუშაობს კორუფცია. მეორე მაგალითია ის, რომ ამ ხალხს, რომელიც კორუმპირებულია, რომელიც ხელისუფლებაშია, არ სურთ შემდეგმა მთავრობამ გამოიძიოს მათი საქმეები. ამიტომ, რას შვრებიან? — ისინი არ თმობენ ძალაუფლებას. ამას აკეთებენ ბიულეტენების ყუთებში ჩატენვით, არჩევნების გაყალბებით და ა.შ. ყველაფერი ეს სრულად ურთიერთგადაჯაჭვულია. ამიტომაც არის კორუფცია ასეთი მნიშვნელოვანი", — განაცხადა უილიამ ბრაუდერმა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები