ოთარ ჭიჭინაძე: ანდრო ცნობადი სახეა, მისი დაკავება არის საჩვენებელი დასჯა
გვითხრეს, რომ ანდროს ბრალი ედებოდა ჯგუფური ძალადობის მუხლით, — ამის შესახებ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მამა, ოთარ ჭიჭინაძე აცხადებს. მისი თქმით, მისი შვილი ცნობადი სახეა, მისი დაკავება საჩვენებელი დასჯაა.
"დაახლოებით 19:00 საათისთვის მოვიდნენ. იყო ზარი კარებზე, რომელიც თვითონ ანდრომ გააღო და პოლიციის წარმომადგენლები დახვდნენ. შემოვიდნენ სახლში. გვითხრეს, რომ ნერვიულობა არ იყო საჭირო. შევედით ოთახში და გვითხრეს, რომ ანდროს ბრალი ედებოდა ჯგუფური ძალადობის მუხლით. შეადგინეს დაკავების აქტი. ანდროს წარუდგინეს ბრალეულობა. წარადგინეს სასამართლოს განჩინება. ძალიან დიდხანს იყო საუბარი ანდროსა და პოლიციელებს შორის. ასეთი კითხვები იყო: აქციებზე მისი ყოფნა რა მიზნებს ემსახურება, მოსწონს თუ არა, რომ პოლიციელების წინააღმდეგ გამოყენებულია სხვადასხვა საშუალება, ფოიერვერკებსა და ლაზერებზე იყო საუბარი, ანდრო პასუხობდა ჩვეულებრივად. დაძაბულობის მომენტი აბსოლუტურად არ იყო. ბრალეულობის წარდგენის შემდეგ მას დაადეს ხელბორკილები და წაიყვანეს. ისინი დიდხანს იყვნენ აქ და მე როგორც მივხვდი, ტელევიზიების მოსვლას ელოდებოდნენ, რომ დაეფიქსირებინათ ანდროს დაკავება. მე ჩავედი და კარი გავუღე ოპერატორს, ამოვიყვანე და რომ ვკითხე, ვინ იყო, იმედის ოპერატორი ვარო.
რა თქმა უნდა, აქციაზე ანდროს იქ დგომა პრობლემაა მაგათთვის. რადგან ანდრო ცნობადი სახეა, უნდა დაისაჯოს, ასე მიიჩნევენ, საჩვენებელი დასჯის მომენტია.
მე ყოველთვის ამაყი ვარ ჩემი შვილით, რაც არ უნდა გააკეთოს. ცუდს ის არასდროს გააკეთებს, ამაში დარწმუნებული ვარ. მე ამაყი ვარ ანდროთი, ის აკეთებს იმას, რისიც სჯერა. სჯერა სამართლიანობის, ყოველთვის სამართლიანობის მომხრე იყო.
გაბედავს თუ არა ეს რეჟიმი მის ციხეში გაშვებას? ყველაფერია მათგან მოსალოდნელი. როდესაც შემოვიდნენ, დაძაბულობა არ შექმნილა. რა თქმა უნდა, ყველა ნერვიულობდა, იქ ვიყავი, მაგრამ მათი ქცევიდან დაძაბულობა არ ყოფილა. კორექტულ ფარგლებში იყვნენ", — განაცხადა ანდრო ჭიჭინაძის მამამ, ოთარ ჭიჭინაძემ. (ტექსტს ინტერპრესნიუსი ავრცელებს).
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს დააკავეს. ის აქტიური მოქალაქეა და აქტიურად მონაწილეობდა ნოემბრის საპროტესტო აქციებში. ანდრო ჭიჭინაძეს ბრალად ედება, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება.
შსს-ს ცნობით, დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
4 დეკემბერს, ON.ge-სან საუბრისას ანდრო ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ "ოცნების" ხელისუფლება აბსოლუტურად არალეგიტიმურია და მაქსიმალურად უნდა შევუშალოთ ხელი, რომ "ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრათ, რომ ჩვენ არ შევეგუებით იმას, რა პოლიტიკასაც დღეს ისინი აწარმოებენ".
"მე ვდგავარ ჩემს მეგობრებთან ერთად ევროპული მომავლისთვის და მგონია, რომ აუცილებელია, დღეს ყველა სფერო გაიფიცოს, იმისთვის, რომ ევროპულ მომავალს არ შეექმნას საფრთხე. აუცილებელია, რომ ამ მთავრობას ყველანაირად შევუშალოთ ხელი და გაფიცვა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხერხია ამისთვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთავრობას, რომელიც არის აბსოლუტურად არალეგიტიმური, მაქსიმალურად შევუშალოთ ხელი და ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრათ, რომ ჩვენ არ შევეგუებით იმას, რა პოლიტიკასაც დღეს ისინი აწარმოებენ", — განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ On.ge-სთან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები