ნათია მეზვრიშვილი

7 Dec. 2024, 16:07

26 მაისი ყველას გახსოვთ. ამ საქმის პროკურორი ვიყავი. ამ დღეებს, განსაკუთრებით გუშინდელ ღამეს, რომ ვუყურებ "დეჟავიუ" მაქვს.

მაშინაც ხალხს გასასვლელები ჩაუკეტეს, ალყაში მოქცეულებს უმიზეზოდ აკავებდნენ, სასტიკად უსწორდებოდნენ, მიკროავტობუსებში ყრიდნენ და იქ უმატებდნენ, სპეცრაზმის კორდონებში ატარებდნენ და ორივე მხრიდან "დუბინკებით" ურტყამდნენ, ასფალტზე აგდებდნენ და ზედ ფეხებით დადიოდნენ, "კაპეზეში" მიყვანილებს დამატებით სცემდნენ. გუშინ ზუსტად ეს ხდებოდა. გადახედეთ ამ დღეებში დაკავებულების და ნაცემების ისტორიებს - ყველა მეთოდი ერთი ერთში მეორდება.

მერაბიშვილის პროცესზე მოწმეები გვიყვებოდნენ, სპეცრაზმი ხალხს ძალით პირს როგორ აღებინებდა და პირში აფურთხებდა. გადახედეთ ამ დღეების ისტორიებს, რამდენ ასეთ ფაქტს ნახავთ.

თან ზუსტად იგივე მეთოდებია, თან ივანიშვილმა მოახერხა, რომ აღარც ედარდება. ნაცებზე უარესს აკეთებენ — სპეცრაზმს არაფორმალური, შეიარაღებული ბანდფორმირებები დაუმატეს, საუკეთესო ახალგაზრდებს დაერივნენ და სრულ პაკეტში რუსეთი მოჰყვებათ. კი, ნაცებს +90-იანების ბანდები და "ბეზპრიძელი"+ რუსეთი=ოცნებას.

ორივე რეჟიმი დამთავრდა. ესენიც დამთავრდებიან.

მერაბიშვილმა სასჯელი მოიხადა, სააკაშვილი ციხეშია, ივანიშვილიც ჩაჯდება, ოღონდ არა ვივა-მედში".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…