NGO-ების განცხადება გუშინდელ მოვლენებზე: დაკავებული პირების უმრავლესობას აღენიშნებოდა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება
7 დეკემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელი განცხადებას ავრცელებს:
"2024 წლის 7 დეკემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე შემოვიდა ასობით ზარი. ქსელის ადვოკატები ამ დრომდე ეძებდნენ და ხვდებოდნენ გასულ ღამეს დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს.
დღეს ძებნის პროცესთან დაკავშირებულ სირთულეებს ემატებოდა ის, რომ იზოლატორებში მოთავსებული დაკავებულების სიმრავლისა და შეხვედრის ოთახების რაოდენობის სიმცირის გამო, ადვოკატების მიერ დაკავებულების მონახულების პროცესი რთულდებოდა და დროში ხანგრძლივდებოდა, რაც, აფერხებდა ადვოკატების მიერ დაკავებულების გონივრულ ვადაში მონახულებას. წინა დღეების მსგავსად, წუხელ დაკავებული პირების უმრავლესობასაც აღენიშნებოდა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება.
დღის მეორე ნახევარში, ცხელ ხაზზე შემოვიდა ინფორმაცია არაერთ ადამიანთან დაკავშირებით, რომლებსაც მათთვის უცნობმა პირებმა მიაკითხეს სახლებში. მათი ოჯახის წევრებისა და მეგობრების განცხადებით, მოხდა ამ პირების საცხოვრებელი სახლებიდან გაყვანა იმ პირების მიერ, რომლებიც საკუთარ თავს მოიხსენიებდნენ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებად, თუმცა, არ ეცვათ პოლიციის ფორმები. მათ, ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტების გარეშე გაიყვანეს ადამიანები. ერთადერთი, რასაც მათ ეუბნებოდნენ ის იყო, რომ გასაუბრება სურდათ.
როგორც შემდგომ გამოიკვეთა, აღნიშნული პირების ნაწილი გადაიყვანეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, სადაც, მიუხედავად ადვოკატების განმარტებისა, რომ მათ დაცვის ქვეშ მყოფებს არ სურდათ გამოკითხვაში მონაწილეობა, აღნიშნული პირები იძულებით შეიყვანეს გამოკითხვაზე. გამოკითხვაზე იძულებით მყოფ ადამიანებთან შესვლის უფლება ადვოკატს არ მიეცა და ის პროცედურის დასრულებას უწყების კართან ელოდა.
ამავდროულად, სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი პირისგან მიიღო შემაშფოთებელი ინფორმაცია. კერძოდ, დაკავებულის განმარტებით, ნიღბიანმა ადამიანებმა, დაკავებისას მასთან ერთად სამართალდამცავი უწყების სამარშუტო ტიპის ავტომობილში მყოფ ადამიანს იძულებით მოაკიდებინეს ხელი დანისთვის, პარალელურად მას ამეორებინებდნენ, რომ ეს მისი ცივი იარაღი იყო.
ამ დრომდე მიმდინარეობს სახლიდან და სხვადასხვა სივრცეებიდან დასაბუთების გარეშე ადამიანების სამართალდამცავ უწყებებში გადაყვანა, საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა, მშვიდობიანი დემონსტრანტების ცემა/არაადამიანური მოპყრობა/წამება, მათი უკანონო დაკავება და სასამართლოების მიერ ამ პირების სამართალდამრღვევებად ცნობა.
ადვოკატები 500-ზე მეტი პირის ინტერესებს იცავენ სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოებში.
ქსელის ადვოკატები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას დაკავებულების დასახმარებლად", — ვკითხულობთ განცხადებაში.
მას ხელს აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; სოციალური სამართლიანობის ცენტრი; უფლებები საქართველო; ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის; უფლებადამცველთა გაერთიანება — ადამიანის უფლებათა ცენტრი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; სამოქალაქო საზოგადოების ფონდი.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები