ნასამ იდენტურ ტყუპებზე კვლევა ჩაატარა - ერთი კოსმოსში იყო, მეორე კი დედამიწაზე
ფოტო: NASA
გასულ მარტს, ნასას ასტრონავტი სკოტ კელი, კოსმოსში თითქმის ერთწლიანი ყოფნის შემდეგ, დედამიწაზე დაბრუნდა. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (სკს) 340 დღის განმავლობაში ყოფნისას, მეცნიერები სკოტის იდენტურ ტყუპ ძმას, მარკ კელის დედამიწაზე აკვირდებოდნენ. მიზანი იყო იმ ცვლილებების დანახვა ადამიანის სხეულში, რომლებიც კოსმოსში ცხოვრებასთანაა დაკავშირებული.
სკოტი და მარკი იდეალური საკვლევი ადამიანები არიან, რადგან მათ იდენტური დნმ აქვთ. ეს ნიშნავს, რომ მეცნიერებს უიშვიათესი შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ პირდაპირ შეედარებინათ სკოტის დნმ-ში არსებული ცვლილებები მარკის დნმ-თან დროის ერთსა და იმავე პერიოდში.
მეცნიერება აქამდეც იცოდნენ, რომ უწონადობაში ექვსი თვის (ან ნაკლები დროის) განმავლობაში ცხოვრებას ადამიანის სხეულზე უარყოფითი ეფექტები ჰქონდა, როგორიცაა ხერხემლის გაჭიმვა, კუნთების შეკუმშვა ან ძილის ციკლის არევა. მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში კოსმოსში ცხოვრებას რა ეფექტები აქვს ადამიანის სხეულზე, უცნობია.
ნასას Twin Study-ს შედეგების გამოყენება, რომელიც პირველად იანვრის დასაწყისში გამოქვეყნდა, ღრმა კოსმოსის სამომავლო მისიებისთვის იქნება შესაძლებელი.
ჟურნალ Nature-ს თანახმად, Twin Study-ს სრული შედეგების გამოქვეყნებამდე გარკვეული დრო იქნება საჭირო, რადგან ინფორმაცია ძალიან ბევრია და სენსიტიური, რომლის საიდუმლოდ დატოვება, შესაძლოა, თვითონ ტყუპებსვე უნდოდეთ.
გასაჯაროებული კვლევებიდან ყველაზე საინტერესო შედეგები:
სკოტის ტელომერები უფრო გაიზარდა, შემდეგ კი ნორმალურ ზომას დაუბრუნდა.
სკოტის ტელომერები (ქრომოსომების ბოლოებზე არსებული ქუდები) კოსმოსში ყოფნისას უფრო დაგრძელდა, ვიდრე მისი ძმისა, მაგრამ დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ ნორმალურ სიგრძეს ძალიან მალევე დაუბრუნდა. „ეს არის იმის სრულიად საწინააღმდეგო, რასაც აქამდე ვფიქრობდით“, ამბობს სუზენ ბეილი, რადიაციის ბიოლოგი კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ეს იმიტომ მოხდა, რომ მოკლე ტელომერები, ძირითადად, დაბერებასთან ასოცირდება. ნასას თქმით, მართალია, მეცნიერები კვლავ იკვლევენ ამის მნიშვნელობას, მაგრამ ის შესაძლოა კოსმოში უფრო მეტ ვარჯიშთან და ნაკლები კალორიის მიღებასთან იყოს კავშირში.
სკოტის მეთილაციის დონე შემცირდა.
მეთილაციის დონე, ანუ პროცესი, რომელსაც შეუძლია დნმ-ის სეგმენტის აქტივობის შეცვლა მისი მიმდევრობის შეცვლის გარეშე, შემცირდა სკოტის სისხლის თეთრ უჯრედებში, ხოლო მარკის კი გაიზარდა. „ეს შედეგები მიუთითებს იმ გენებზე, რომლებიც უფრო მეტად სენსიტიურები არიან გარემოს შეცვლის მიმართ, იქნება ეს დედამიწა თუ კოსმოსი“, აცხადებენ ნასაში.
ტყუპებს სხვადასხვა ნაწლავის ბაქტერია ჰყავდათ.
ერთწლიანი კვლევის განმავლობაში, სკოტსა და მარკს განსხვავებული ნაწლავის ბაქტერია ჰყავდათ, რომელიც საჭმლის გადამუშავებაზე იყო პასუხისმგებელი. ნასა წერს, რომ ეს მათი განსხვავებული კვებისა და გარემოს გამო იყო.
მეცნიერები ეძებენ ე.წ. კოსმოსურ გენს.
ტყუპების სისხლის თეთრ უჯრედებში რნმ-ის სეკვენირებით მკვლევრებმა 200 ათასზე მეტი რნმ-ის მოლეკულა აღმოაჩინეს, რომლებიც განსხვავებულად გამოიხატებოდა ძმებში. ტყუპებისთვის ნორმალურია, რომ გენომში უნიკალური მუტაციები ჰქონდეთ, მაგრამ მეცნიერებს სურთ, „უფრო ახლოს შეხედონ ამ ყველაფერს და დაინახონ, არსებობს თუ არა კოსმოსური გენი, რომელიც მაშინ გააქტიურდა, როდესაც სკოტი კოსმოსში იყო“, ამბობს ნასა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები