ნახეთ ხატია ბუნიათიშვილის პერფორმანსი ნოტრ-დამის გახსნაზე (ვიდეო)
ხუთწლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ, პარიზის სიმბოლოდ ქცეული ნოტრ-დამი კვლავ გაიხსნა. 2019 წელს სახურავზე გაჩენილმა ხანძარმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ძლიერ დააზიანა, მაგრამ მას შემდეგ ლეგენდარული გოტიკური ნაგებობის აღსადგენად მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო, რომელშიც მსოფლიოს არაერთი ქვეყანა ჩაერთო.
სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, 8 დეკემბერს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში საზეიმო ლიტურგია გაიმართა, რომელსაც კათოლიკე ეკლესიის მღვდელმსახურებთან ერთად მსოფლიო ლიდერებიც დაესწრნენ. გახსნის ცერემონიაზე დაუკრა ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმაც. ბუნიათიშვილმა იოჰან სებასტიან ბახის ადაჯიო შეასრულა, მის პერფორმანსს კი ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
"პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი... პარიზის ცისკენ აღმართული უსასრულო კიბე. პარიზის ცის ქვეშ, სტუდენტების, ხელოვანების, შეყვარებულების ნორჩ და ოცნებით სავსე ხედვაში მარადიული ქალაქის ხედი ცოცხლდება", — წერს ხატია ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში და თავის პერფორმანსს აქვეყნებს, — "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი — ესმერალდას თავისუფლების, კვაზიმოდოს უმანკოებისა და ვიქტორ ჰიუგოს წარმოდგენილი ადამიანის უფლებების სიმბოლო. ნოტრ-დამი, რომელმაც შეგვაშფოთა იმის ჩვენებით, რომ უკვდავიც შეიძლება განადგურდეს, მაგრამ ის კვლავ აქ არის — ძირძველი, მშვენიერი, თავისუფალი, მარადიული".
აღსანიშნავია ისიც, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიისთვის საწინამძღვრო ჯვარი წარმოშობით ქართველმა ხელოვანმა, გუჯი ამაშუკელმა, დაამზადა.
ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას კი, როგორც ვთქვით, მსოფლიო ლიდერებიც ესწრებოდნენ, მათ შორის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დასავლეთის ქვეყნების პირველ პირებს თავის სამშობლოში არსებულ კრიზისულ სიტუაციასა და მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებზე ესაუბრა.
საქართველოში არსებულ მდგომარეობას რამდენიმე დღის წინ ხატია ბუნიათიშვილიც გამოეხმაურა. პიანისტმა ჯერ საპროტესტო აქციების მხარდასაჭერი პოსტი გამოაქვეყნა ინსტაგრამზე, მოგვიანებით კი ვრცელი განცხადებაც გაავრცელა.
"ეს სისასტიკე მიუღებელია!", — წერს ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში, — "საქართველოს დიდი ხანია (თუ ოდითგანვე არა), სამწუხარო არჩევანის წინაშე უწევს ყოფნა — თავისუფლება თუ მშვიდობა. ვფიქრობდი, რომ მთავრობა, იქნებ, ქვეყნისთვის არასასურველი ნაბიჯების გადადგმით, ომის არიდებას, გარკვეული დროით მსოფლიოს მზერისგან შორს, ჩრდილში ყოფნას ცდილობდა, რომ არ გაებრაზებინა და დაეგეშა მეზობელი მტერი. რისკი, როგორც უკრაინაში, ბუნებრივია, დიდია და პარტიულობის მიუხედავად, ქვეყნის საერთო ინტერესი ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგრამ ეს, რაც ხდება — ადამიანების წიხლქვეშ გაგდება — სრულიად მიუღებელია!!! ისინი ჩვენს ლამაზ, თავისუფალ ახალგაზრდებს და ახალგაზრდული სულის ადამიანებს, რომლებსაც არ ამოძრავებთ არანაირი პოლიტიკური ინტერესი, არამედ მხოლოდ გულანთებული ქვეყნის სიყვარული და იმედი მათი უკეთესი მომავლის, სისასტიკით და გულგრილობით პასუხობენ. მთავრობა ხალხს ფიზიკურად უსწორდება და ავიწყდება, რომ მისი მოვალეობა თითოეული მოქალაქის დაცვაა. სახელმწიფო ადამიანებისგან შედგება და ერთი ადამიანი მთელი სახელმწიფოა".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები