ანა ნაცვლიშვილი: პერსონალური სანქციები აშშ-ს მხრიდან მხარდაჭერისა და სოლიდარობის დადასტურებაა
ფოტო: ძლიერი საქართველო
პერსონალური სანქციები იმის დასტურია, რომ არჩევნების მიტაცება, საქართველოს მოქალაქეების წამება და მათ წინააღმდეგ მძიმე უფლებადარღვევების ჩადენა, არავის შერჩება — დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, რუსეთის მსახური და ავტოკრატიული რეჟიმის მიმართ დამოკიდებულება უფრო ხისტი გახდება, — ამის შესახებ კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა აშშ-ის მხრიდან მორიგი სანქციების პაკეტთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.
ნაცვლიშვილის თქმით, სანქციები აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობასა და მხარდაჭერას ადასტურებს.
"ეს პერსონალური სანქციები კიდევ ერთხელ იმის დასტურია, რომ არჩევნების მიტაცება, ქართველი ხალხის ნების გაყალბება, საქართველოს მოქალაქეების წამება და მათ წინააღმდეგ მძიმე უფლებადარღვევების ჩადენა არავის შერჩება. პერსონალური სანქციები აშშ-ს მხრიდან მხარდაჭერისა და სოლიდარობის დადასტურებაა საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც მე-15 დღეა უწყვეტად, პრინციპულად და ერთიანად თბილისსა და სხვა ქალაქებსა თუ სოფლებში მოძალადე ხელისუფლებასა და მის არა ქართულ, არამედ რუსეთის სასარგებლო პოლიტიკას აპროტესტებენ. პოლიტიკას, რომელმაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი გააჩერა.
ჩვენ ასევე, ველოდებით, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კიდევ უფრო ხისტ ნაბიჯებს გადადგამს. ასევე, გვაქვს სრული მოლოდინი იმისა, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი ახალი ადმინისტრაცია ასევე, იქნებიან ქართველი ხალხის მხარდამჭერები და სოლიდარულები საქართველოში დემოკრატიის მიმართ. ეს ეფუძნება იმ ფაქტებს, რომლებიც სახეზეა; იმ ორპარტიულ მხარდაჭერას, რომელიც არსებობს აშშ-ს მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ. ასევე, „მეგობარ აქტს“, რომლის მიღებასაც მალე ველით; ასევე, ვნახეთ, რომ ვრცელდება მოქალაქეების მხრიდან პრეზიდენტ ტრამპის მიმართ მიმართვა, რომელსაც უფრო და უფრო მეტი მოქალაქე უერთდება საქართველოში. დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში უფრო ხისტი გახდება დამოკიდებულება რუსეთის მსახური და ავტოკრატიული რეჟიმის მიმართ.
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, საქართველოში დადგება დღე, როდესაც მოძალადე რეჟიმს მოუწევს პასუხი აგოს, რეფორმირებული, სამართლიანი და დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე. მოუწევს პასუხი აგოს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.
გამოსავალი შექმნილი უმწვავესი კრიზისიდან ერთადერთია — დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლება ყველა იმ პირისა, რომელიც ტყვედ ჰყავს აყვანილი რუსეთის მსახურ ხელისუფლებას; იმ პატრიოტი ადამიანებისა, რომლებსაც ბრალი ედებათ ამ ქვეყნის სიყვარულში და მეორე — ახალი, სამართლიანი არჩევნების დანიშვნა. სხვა გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში რეჟიმს არ დარჩენია", — განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები