გიორგი ვაშაძე

13 Dec. 2024, 18:16

ჩვენი მოქალაქეების უწყვეტმა, მრავალკვირიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო. თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას არ აქვს აღიარება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. საერთაშორისო ოფიციალურ დოკუმენტებში მათ მოიხსენიებენ, როგორც ივანიშვილის ქართულ ოცნებას. სხვადასხვა ქვეყნების მიერ, მათ შორის აშშ-ს მხრიდან, დემოკრატიის ხელისშემშლელი და ძალადობაში მხილებული მაღალჩინოსნების დასანქცირება დაიწყო. არ დარჩა ქართულ საზოგადოებაში არცერთი პროფესიული თუ საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც პროტესტს ღიად არ გამოხატავს.

ფაქტობრივად, ივანიშვილს ე.წ. კარის ინტელიგენცია შემოეცალა და რამდენიმე ათასი დაქირავებული ავაზაკის ამარა დარჩა. შესაბამისად, ივანიშვილის თვითგამოცხადებული პარლამენტის მიერ ფიქციური პრეზიდენტის არჩევა არაფერს ცვლის. პროტესტის შედეგები სახეზეა, ამიტომ ახლა პროტესტი არა მარტო არ უნდა შეწყდეს ან შერბილდეს, არამედ უნდა გახდეს უფრო პრინციპული იმისათვის, რომ მივაღწიოთ: პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ახალ არჩევნებს და ევროპისკენ დაუბრკოლებელ სვლას


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…