გიორგი მარგველაშვილი

13 Dec. 2024, 18:32

უაღრესად კმაყოფილი ვარ, იმ ადეკვატურობის, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ჩვენს მიმართ იჩენენ. ბევრი წლის მინელებული დამოკიდებულების შემდეგ, მათ აბსოლუტურად ადეკვატური დამოკიდებულება ჩამოაყალიბეს.

ჩემს მოლოდინზე მეტია მაკრონის ზარი ივანიშვილთან. აბსოლუტურად მოლოდინზე მეტია. იმიტომ, რომ ეს არის მართლა იმის ნათლად თქმა, პირველ რიგში, რომ "მე თქვენ აღიქვამთ რაღაცა ძალადობრივ დაჯგუფებას და ველაპარაკები ატამანს". გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნის პრეზიდენტი ქართული შემთხვევით შეწუხდა. ეს არის ჩემთვის სასიხარულო და მადლიერების გარდა არაფერი მეთქმის.

ამაში გარკვეული იუმორიც არის, ერთი მხრივ, არის საფრანგეთის მოქალაქე თუ ყოფილი მოქალაქე სალომე ზურაბიშვილი, მეორე მხრივ, ასევე საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი. ალბათ, მაკრონმა გადაწყვიტა, რომ მან უნდა მიხედოს საფრანგეთის მოქალაქეების დიალოგს საქართველოში.

რა თქმა უნდა, ეს პროცესი მივა ბოლოს პოლიტიკურ დიალოგამდე და ამ პოლიტიკურ დიალოგში ოპოზიცია იქნება. ამ დიალოგში მთავარია, რომ [ოპოზიცია] არ გატყდეს, არ წავიდეს შუალედურ მეთოდებზე და არ დაიწყოს ივანიშვილთან ვაჭრობა. აი, ვაჭრობაში ივანიშვილს ნამდვილად ვერ მოუგებ. შეიძლება სხვა რაღაცაში მოუგო, მაგრამ ვაჭრობა კარგად ეხერხება. ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს. მიზანი არის, რომ არ უღალატო იმ მუხტს, რომელიც დღეს ნებისმიერ ქალაქშია. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…