პოლონეთმა COSAC კონფერენციაზე საქართველოს ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიწვევა გააუქმა
პოლონეთის სეიმის წევრი, აგნიეშკა პომასკა სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლონეთმა ვარშავაში EU-ს პარლამენტთა ევროკავშირის საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების კონფერენციაზე (COSAC) საქართველოს ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიწვევა გააუქმა.
"სენატის თავმჯდომარესთან, ტომაშ გროდსკისთან ერთად, გადავწყვიტეთ, რომ EU-ს ევროკავშირის საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების კონფერენციაზე ქართველი თავმჯდომარის მოწვევა გაგვეუქმებინა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა EU-სთან მოლაპარაკებების გაწყვეტა გადაწყვიტეს. საქართველოს ქუჩებში ხალხის მიერ დემოკრატიისთვის ბრძოლის ვითარება უარესდება. მათ მხარეს ვდგავართ, ვინც დემოკრატიას, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს იცავს. ნათელი გზავნილი გვაქვს: ამ ღირებულებების დარღვევას არ ვეთანხმებით. კვლავ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო ჩვენს ევროპულ საზოგადოებაში ადგილს იმსახურებს", — წერს პომასკა X-ზე.
ამასთან, პომასკა მის და გროდსკის მიერ ხელმოწერილ განცხადებას სრულად ავრცელებს.
"ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში ბოლოდროინდელ განვითარებებს, რომლებიც დემოკრატულ უკუსვლასა და პოლიტიკური პლურალიზმის წინაშე მდგარ საფრთხეებს უკავშირდება. საქართველოს ხელისუფლების მიმდინარე ნაბიჯებს ქვეყნის შიდა ვითარებაზე ზიანის მომტანი გავლენა აქვს, დემოკრატიულ სტანდარტებთან მის შესაბამისობას უპირისპირდება და საქართველოს ევროინტეგრაციის გზას აშორებს. ეს ქმედებები დეტალურად არის აღწერილი ევროპარლამენტის 2024 წლის 28 ნოემბრის რეზოლუციაში საქართველოს ბოლოდროინდელი საპარლამენტო არჩევნებისა და არჩევნების სავარაუდო გაყალბების შემდგომ დემოკრატიული კრიზისის შესახებ, რომელიც განუხრელად უარესდება. ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ამჟამად შეჩერებულია. ქართველი ხალხი ხელისუფლების არჩეულ მიმართულებას დაუპირისპირდა და მასიურ დემონსტრაციებში მონაწილეობით დაპირისპირება ნათლად და ხმამაღლა გამოხატა. ქართული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ, რამდენადაც მიაჩნიათ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა.
ზემოხსენებულის გათვალისწინებით და ევროპარლამენტის 2024 წლის 28 ნოემბრის რეზოლუციის ფონზე, რომელიც ევროკავშირს EU-ს დონეზე საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან კონტაქტის მკაცრად შეზღუდვისკენ მოუწოდებს, დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა 2025 წლის 26-27 იანვარს ვარშავაში COSAC-ის თავმჯდომარეთა მომავალ შეხვედრაზე მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.
მიგვაჩნია, რომ EU-ს პარლამენტთა ევროკავშირის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტების კონფერენციების პროცედურების წესების 3.2 პუნქტში განსაზღვრული პრინციპი, რომლის თანახმადაც, კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის წევრები COSAC-ის შეხვედრებზე დამკვირვებლებად უნდა იყვნენ მიწვეულები, ამჟამად საქართველოს პარლამენტზე ვერ გავრცელდება, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიული სტანდარტების დაუფარავი დარღვევის გათვალისწინებით.
იმედი გვაქვს, რომ გაიგებთ და მხარს დაუჭერთ ჩვენს პოზიციას, რომლის შესახებაც საპრეზიდენტო სამეულთან კონსტულირების შემდეგ ვაპირებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას გავაცნოთ", — წერია განცხადებაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები