გაერო: გვაშფოთებს, რომ საქართველოში რეპრესიები შეიძლება გამწვავდეს
ფოტო: REUTERS/Denis Balibouse
13 დეკემბერს ჟენევაში გაეროს ექსპერტებმა დაგმეს რეპრესიებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები საქართველოში. მათ აღნიშნეს, რომ ქართული ოცნება ქვეყანაში სპონტანური სახალხო პროტესტის ჩახშობას ცდილობს — ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ.
"ჩვენ ვხედავთ სახელმწიფო უსაფრთხოების ძალების ყოველდღიურ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, მასობრივ თვითნებურ დაპატიმრებებსა და მათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, მთავრობისა და მისი კონტროლის ქვეშ მყოფი სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებულ ცილისმწამებლურ კამპანიას მომიტინგეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების სტიგმატიზაციისა და დაშინების მიზნით", — განაცხადეს ექსპერტებმა.
ამასთან, გაეროს ოფიციალურ საიტზე საქართველოს შესახებ სტატიაში ვკითხულობთ, რომ 2024 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, საპროტესტო აქციებში მონაწილე 357 პირი დააკავეს. საქართველოს სახალხო დამცველმა 327 დაკავებული პირი მოინახულა, 225-მა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 157-მა კი დაზიანებებზე მიუთითა. აქციის მონაწილეებს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის სასამართლოებში ასამართლებენ. თუმცა, საპოლიციო ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმები სრულია დაუსჯელია.
"ჩვენ ზრდადი შეშფოთებით ვაკვირდებოდით, როდესაც საქართველოს მთავრობამ შეზღუდა სივრცე გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების, შეკრების და ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის ქვეყანაში, განსაკუთრებით 2023 წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებამ პირველად წარადგინა კანონპროექტი "უცხო ქვეყნის აგენტების" შესახებ", — განაცხადეს ექსპერტებმა.
გაეროს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უახლოესი მოვლენებიდან გამომდინარე, მმართველი ძალა განსხვავებული აზრის სრულმასშტაბიან ჩახშობას კიდევ უფრო მიუახლოვდა.
"თუმცა უახლესი დარბევის შედეგად, მთავრობა, როგორც ჩანს, კიდევ უფრო მიუახლოვდა განსხვავებული აზრის სრულმასშტაბიან ჩახშობას, რაც შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს, თუ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი" საპროტესტო აქციების შეზღუდვების გაზრდის მიზნით შეიცვლება", — ვკითხულობთ გაეროს ოფიციალურ გვერდზე.
გაეროს ექსპერტებმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ განსაკუთრებით 14 დეკემბერს, დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რეპრესიების გამწვავებაა მოსალოდნელი.
“სერიოზულად შეშფოთებულები ვართ, რომ რეპრესიები შეიძლება გამწვავდეს, განსაკუთრებით შაბათს, 14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ. მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს კურსი და უზრუნველყოს ადამიანის უფლებების სრული პატივისცემა. მთავრობამ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს კურსი და ეძიოს ეროვნული შერიგება, რაც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების სრულ პატივისცემას", — აცხადებენ ექსპერტები.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სპეციალური მომხსენებლები მუდმივ კონტაქტზე არიან ქართული "ოცნების" წარმომადგენლებთან. მათ პარტიას შეახსენეს წინა კომუნიკაცია ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების შესახებ, მათ შორის გაუზიარეს გაეროს სპეციალური მომხსენებლის 2024 წლის მარტის ანგარიში ადამიანის უფლებადამცველთა შესახებ. სპეციალური მომხსენებლები გამოთქვამდნენ მზადყოფნას, რომ ითანამშრომლონ მმართველ ძალასთან საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ფართომასშტაბიანი აქციები მას შემდეგ იმართება, რაც ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას 2028 წლამდე შეაჩერებს.
საქართველოში არსებული სიტუაციის წარდგენაში, გაეროს სტატიაში ვკითხულობთ, რომ ქართულმა ოცნებამ აქციის მონაწილეებს "სასტიკად" უპასუხა.
"ყოველდღიურად ვრცელდებოდა სურათები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ნიღბიანი პოლიციელების მხრიდან ძალადობრივი თავდასხმების შესახებ, მათ შორის წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ბოროტად გამოყენებით. საპროტესტო აქციები ძირითადად მშვიდობიანი იყო, მიუხედავად დემონსტრანტების მხრიდან გარკვეული ტიპის ძალადობის ცალკეულ შემთხვევების გამოყენების შესახებ ანგარიშებისა, რომელიც ძირითადად პოლიციის მიერ ძალის გამოყენების საპასუხოდ ხდებოდა", — ვკითხულობთ გაეროს მიერ გავრცელებულ სტატიაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები