ოქსფორდის წლის სიტყვად "ტვინის ლპობა" დასახელდა — აი, რას ნიშნავს ეს
ფოტო: Valery / Adobe Stock
წლის მიწურულს, ტრადიციულად, ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობამ დაასახელა სიტყვა, რომელიც გასული 2024-ის განწყობასა თუ ტრენდებს საუკეთესოდ ასახავს. ტერმინის გამოსავლენად, ხმის მიცემაში 37 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა და მათი გადაწყვეტილებით, 2024 წლის სიტყვად "ტვინის ლპობა" ("Brain rot") დასახელდა. აღნიშნული სოციალური ქსელებისა და უშინაარსო კონტენტის უსასრულოდ "სქროლვის" მზარდ ტენდენციას უსვამს ხაზს.
თავად გამომცემლობის განმარტებით, ტვინის ლპობა არის "ადამიანის მენტალური ან ინტელექტუალური მდგომარეობის გაუარესება, რომელიც მეტწილად უარსო და არაფრისმომცემი ონლაინ კონტენტის ჭარბი მოხმარების შედეგია".
ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის განცხადებით, ამ ტენდენციის ფონზე, ტერმინმა "ტვინის ლპობამ" 2024-ში პოპულარობა ისევ მოიპოვა. თუმცა, როგორც ცნობილია, სიტყვათა ეს კომბინაცია პირველად ჰენრი დევიდ თორომ გამოიყენა თავის 1854 წელს გამოქვეყნებულ წიგნში უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება.
ოქსფორდის ენების განყოფილების ხელმძღვანელი, კასპერ გრეთუოლი, ამბობს, რომ "ტვინის ლპობა" ვირტუალური ცხოვრების ერთ-ერთ საფრთხედ მიჩნეულ ასპექტს მიემართება და ტექნოლოგიებთან ჩვენი ურთიერთობის გადაფასებისკენ გვიბიძგებს.
"საოცარია, მაგრამ 'ტვინის ლპობას' ასევე იყენებს Gen Z და Gen Alpha, რომლებიც იმ ციფრული კონტენტის დიდ ნაწილს ქმნიან, ეს ტერმინი რომ მიემართება", — ამატებს გრეთუოლი.
"ტვინის ლპობასთან" ერთად კი, ოქსფორდის წლის სიტყვის ფინალში ასევე აღმოჩნდა ტერმინები "რომანტეზი" (რომანტიკისა და ფენტეზის ჟანრების ნაზავი, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს) და "demure", რომელიც ტიკტოკის ზაფხულის ტრენდი გახლდათ.
როგორც წესი, ოქსფორდის წლის სიტყვად ისეთი ტერმინი ირჩევა, რომელსაც "კულტურულ ცხოვრებაზე ხანგრძლივი ზეგავლენის მოხდენის პოტენციალი" აქვს, ან ისტორიის კონკრეტულ მომენტს საუკეთესოდ ასახავს. სხვადასხვა დროს ოქსფორდის წლის სიტყვა გამხდარა "ვაქცინა" (2021), "კლიმატის კრიტიკული მდგომარეობა" (2019) და "სელფი" (2013). გასულ წელს ეს იყო საუბრულ ინგლისურში გამოყენებული სიტყვა Rizz, რომელიც ლექსიკონით განისაზღვრება, როგორც "პეწი, მიმზიდველობა ან ეშხი".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები