დნმ-ის კვლევის თანახმად, კატები თვითონვე მოშინაურდნენ
ფოტო: JOEL SARTORE
კატების გენებზე სიღრმისეულმა დაკვირვებამ ცხადყო, რომ კატები ჩვენს ცხოვრებაში შემოჭრის შემდეგ დიდად აღარ შეცვლილან, თუმცა, როგორც კატებს შეეფერებათ, მათ დიდი ხანი იფიქრეს იმაზე, გადაენაცვლებინათ თუ არა სხვა არსებების კალთაში.
მოშინაურებული კატების დნმ-ის ამომწურავმა ანალიზმა გვაჩვენა, რომ კატები ათასობით წელი ცხოვრობდნენ ადამიანების გვერდით, სანამ საბოლოოდ "დათანხმდებოდნენ" მოშინაურებაზე. ამ პერიოდის განმავლობაში ისინი მცირედად თუ განსხვავდებოდნენ გარეულ პირობებში მცხოვრები კატებისაგან. მთავარი განსხვავება ბეწვზე ზოლებისა თუ წერტილების სპეციფიკური განლაგება იყო.
მკვლევარებმა 200-ზე მეტი კატის დნმ შეისწავლეს. მათ შორის იყო უძველესი რომაული კატების ნამარხები, ეგვიპტური კატების მუმიები და თანამედროვე აფრიკული ველური კატები. როგორც აღმოჩნდა, თანამედროვე კატები ორი მთავარი "მოდგმისგან" ჩამოყალიბდნენ.
დღევანდელი შინაური კატების ადრეული წინაპრები სამხრეთდასავლეთ აზიიდან ევროპაში ძვ.წ. 4 400 წელს გავრცელდნენ. კატებმა, სავარაუდოდ, ფერმერების კომუნასთან ხშირი სტუმრობა 8 000 წლის წინ დაიწყეს, სადაც საბოლოოდ დასახლდნენ კიდეც და მღრღნელების გამანადგურებლების როლი მოირგეს.
"სავარაუდოდ, ასე მოხდა პირველი შეხვედრა ადამიანებსა და კატებს შორის. არ გეგონოთ, რომ ადამიანებმა რამდენიმე კატა აიყვანეს და გალიაში ჩასვეს", - ამბობს კვლევის თანაავტორი კლაუდიო ოტონი ლუვენის უნივერსიტეტიდან. ამის ნაცვლად, ადამიანებმა მეტნაკლებად საშუალება მისცეს კატებს, თვითონვე მოშინაურებულიყვნენ.
რაც შეეხება აფრიკელი, ეგვიპტელი კატების საგვარეულოს, ისინი ხმელთაშუა ზღვისა და ძველი მსოფლიოს უმეტეს ტერიტორიებზე ძვ.წ. 1500 წელს გავრცელდნენ. ამ კატებს, სავარაუდოდ ადამიანებისთვის მიმზიდველი თვისებები ჰქონდათ, მაგალითად, სოციალურობა და კონტაქტურობა.
სავარაუდოდ, პრეისტორიულმა ადამიანებმა თავიანთი კატები უძველეს მიწებსა და საზღვაო სავაჭრო გზებზე მღრღნელების გავრცელების გასაკონტროლებლად თან წაიყვანეს.
ჩვეულებრივი შინაური კატების დომინაცია
ოტონის თქმით, ისტორიის განმავლობაში არსებული კატების დნმ-ის შედარებით, კვლევა იმასაც გვიჩვენებს, თუ როგორ იცვლებოდნენ კატები მანამდე, სანამ ადამიანები მოუშინაურებდნენ.
საოცარია, მაგრამ ველური და შინაური კატები დიდად არ განსხვავდებიან გენეტიკური შედგენილობით. მცირე განმასხვავებლიდან ერთ-ერთი ბეწვის შეფერილობაა.
კვლევა ნათელს ჰფენს ზოლიანი ან ლაქიანი საფარის ნიშნების გვიანდელ გამოჩენას, რომელიც მოშინაურებულ კატებში შუა საუკუნეებში დაიწყო. ამ შეფერილობის გენი თავდაპირველად ოსმალეთის იმპერიის კატებში გამოჩნდა, მოგვიანებით კი ევროპასა და აზიაში გავრცელდა.
იდეალური შინაური ცხოველები
საერთო ჯამში, კატები ადამიანების კომპანიონები ისე გახდნენ, რომ დიდად არ შეცვლილან - ასე ამბობს ევოლუციური გენეტიკოსი და სტატიის მთავარი ავტორი ევა-მარია გაილი. შინაური კატები ველური კატებივით გამოიყურებიან, მაგრამ ტოლერანტულები არიან ადამიანებისა და სხვა კატების მიმართ.
გაილის თქმით, ძაღლების შემთხვევაში სცენარი სულ სხვანაირი იყო. ძაღლებს შორის უპირატესობა ენიჭებოდათ სპეციფიკური დავალებების უკეთ შემსრულებელ ინდივიდებს, კატებთან კი შერჩევის ასეთი კრიტერიუმი არ არსებობდა. სწორედ ამის გამო გვაქვს დღეს ძაღლების ჯიშების ასეთი მრავალფეროვნება.
სტატიის ავტორი, ევა-მარია გაილი ხუმრობს, რომ შესაძლოა, ადამიანებს კატების შეცვლა იმიტომ არ უცდიათ, რომ ისინი ისედაც იდეალურები იყვნენ.
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყველა არ თანხმდებოდეს კატების იდეალურობაზე, დღეს ისინი ყველაზე პოპულარული შინაური ცხოველები არიან მსოფლიოში. მხოლოდ ამერიკაში, პატრონის გვერდით, 74 მილიონი კატა ცხოვრობს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი


დისკუსია: გყავთ თუ არა რომელიმე შინაური ცხოველი?