საბა 2024-ის გამარჯვებულები
ფოტო: თიბისი
ორ ათწლეულზე მეტია, “საბა” ყოველწლიურად აჯამებს და აფასებს თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ პროცესს. ლიტერატურული წლის ერთგვარი კულმინაციაა საზეიმო დაჯილდოება, რომელიც გამოავლენს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს. ტრადიციულად, წელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა ლიტერატურულმა ჟიურიმ და გამარჯვებული ავტორები გამოავლინა. საქართველოში შექმნილი ვითარების ფონზე, წელს “საბას“ საზეიმო დაჯილდოება არ ჩატარდება. იმედი გვაქვს, რომ მომავალი, 23-ე “საბას“ გამარჯვებულებს საზეიმო დაჯილდოებაზე გამოვავლენთ თავისუფალ, ევროპულსა და დემოკრატიულ საქართველოში.
სოლიდარობას ვუცხადებთ საპროტესტო აქციების დროს დაშავებულ და უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებს.
ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობა ქართული ლიტერატურის ხელშეწყობის პასუხისმგებლობას აორმაგებს და ვინაიდან წელს საბას დაჯილდოება ვერ ჩატარდება, თიბისის მხარდაჭერით, დაჯილდოების ცერემონიისთვის განსაზღვრულ თანხას სრულად მივმართავთ ფულად პრიზებზე არა მხოლოდ გამარჯვებულებისათვის, არამედ ყველა ფინალისტისთვისაც.
ლიტერატურული პრემია “საბა” 2024-ის ჟიურიში იმუშავა: პროზაიკოსმა ბიძინა მაყაშვილმა; პოეტმა პაატა შამუგიამ; მთარგმნელმა თამარ ჯაფარიძემ; ლიტერატორმა გვანცა ჩხენკელმა; პოეტმა ლია ლიქოკელმა.
ჟიურიმ განიხილა 250-მდე წიგნი და გამოავლინა ათ სხვადასხვა ნომინაციაში 11 გამარჯვებული:
· “წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი”: აინე მერმე, “ეუარა“ (ინდიგო);
· “წლის საუკეთესო კრიტიკა”: ნონა კუპრეიშვილი, “საშიში ინტერპრეტაციები” (გამომცემლობა ინტელექტი);
· “წლის საუკეთესო პიესა”: გიორგი მაისურაძე, “ლეთე” (ინდიგო);
· “წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა”: ზაზა ბურჭულაძე, “ჩემი სიმღერა“ (სულაკაურის გამომცემლობა);
· საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს მიერ დაწესებული ჯილდო “საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში”: ლაშა ბუღაძე, “საქართველოს სახელით“ (სულაკაურის გამომცემლობა);
· “წლის საუკეთესო ქართული თარგმანი”: ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე, სიუზენ ზონტაგის “ფოტოგრაფია“ (გამომცემლობა დიოგენე);
· “წლის საუკეთესო პროზაული კრებული”: მარი ბექაური, “ორ ზღვას შუა“ (სულაკაურის გამომცემლობა);
· “წლის საუკეთესო პოეტური კრებული”: ბესიკ ხარანაული, “ეს საქართველოა“ (გამომცემლობა ინტელექტი);
· ნომინაციაში “წლის საუკეთესო რომანი” წელს ორი დამოუკიდებელი “საბა” გაიცა, გამარჯვებულები გახდნენ: ბესო სოლომანაშვილი, “ლუმპენ მილენიუმი“ (სულაკაურის გამომცემლობა) და დავით ქართველიშვილი, “მეგაპოლისი და ფიზიკური პირები“ (გამომცემლობა პალიტრა L);
· ქართულ ენასა და ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის “საბა” გადაეცემა ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, მზექალა შანიძეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები