ნახეთ: თეატრალური პრემია თავისუფალი 2024-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ფოტო: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
დამოუკიდებელი თეატრალური პრემია თავისუფალი 2024-ის გამარჯვებულების ვინაობა უკვე ცნობილია. აღსანიშნავია, რომ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიის ნაცვლად, წელს გამარჯვებულები რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე, გამოვლინდნენ.
"საგულისხმოა, რომ პრემიის მფლობელები გამოვლინდნენ სწორედ იმ სივრცეში, სადაც ქართული საზოგადოება დღეს ქვეყნის თავისუფლებისთვისა და ჩვენი ევროპული მომავლისთვის იბრძვის", — ნათქვამია პრემიის მხარდამჭერი სამოქალაქო საზოგადოების ფონდის განცხადებაში.
რაც შეეხება გამარჯვებულებს, სია ასე გამოიყურება:
საუკეთესო სპექტაკლი
- ნინო, ჩემი აფროდიტე — თეატრი ათონელზე (გამარჯვებული)
- ბერსერკები II. მზიანი მხარე — საშემსრულებლო ხელოვნების ლაბორატორია
- პათეტიკური მონოლოგები — თეატრალური კომპანია ჰარაკი
- სიყვარული და ინფორმაცია — თეატრი ათონელზე
- 1921-1924 — თეატრი სახელოსნო 42
საუკეთესო მსახიობი
- ნატალია გაბისონია — პათეტიკური მონოლოგები (გამარჯვებული)
- ბექა ხაჩიძე — ბერსერკები II. მზიანი მხარე (გამარჯვებული)
- ანი იმნაძე — ლინეინის სილამაზის დედოფალი
- თაკი მუმლაძე — ნინო, ჩემი აფროდიტე
- ია სუხიტაშვილი — ნინო, ჩემი აფროდიტე
ფოტო: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
საუკეთესო სცენოგრაფია
- მიხეილ ჩარკვიანი — სიყვარული და ინფორმაცია (გამარჯვებული)
- ქეთევან ნადიბაიძე — პათეტიკური მონოლოგები
- თამრი ოხიკიანი — ნინო, ჩემი აფროდიტე
- ტატო გელიაშვილი, თათა თავდიშვილი — ადამიანის ტრაგედია
- ლევან კვარაცხელია — დარტყმა
პრემია თავისუფალი 2024-ის დიპლომი გადაეცა საქართველოში პირველი დამოუკიდებელი თეატრის ერთ-ერთ ფუძემდებელს, ლევან წულაძეს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, ქართველი მსახიობების ნაწილი გაიფიცა და სპექტაკლებში მონაწილეობაზე უარი თქვა. მსახიობები გაფიცვით ქართული ოცნების მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და დემონსტრანტებზე ძალადობას აპროტესტებენ.
რამდენიმე დღის წინ დააკავეს ცნობილი ქართველი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძეც. მას ბრალი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით წაუყენეს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავად მსახიობი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ოჯახი კი მიიჩნევს, რომ ჭიჭინაძის დაკავება "საჩვენებელი დასჯაა".
ანდრო ჭიჭინაძის დაკავების შემდეგ, 6 დეკემბერს, მსახიობებმა, რეჟისორებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა საპროტესტო აქციაც გამართეს თეატრალურ უნივერსიტეტთან და მარჯანიშვილის თეატრთან.
13 დეკემბერს სასამართლომ აქციაზე დაკავებული კიდევ ერთი მსახიობი, გიორგი ნაკაშიძე, დააჯარიმა, რასაც კრიტიკა მოჰყვა თეატრალური საზოგადოების, მათ შორის, რეჟისორ ქეთი დოლიძის მხრიდან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები