ილჰამ ალიევი: კარგია, რომ ვითარება საქართველოში უკვე სტაბილიზაციის მიმართულებით მიდის
ფოტო: Azertag
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ საქართველოში ვითარება "სტაბილურობისკენ მიდის", რაც მისი აზრით — კარგია. იგი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში, საფრანგეთს პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის კვალზე საუბრობს.
ამის შესახებ ალიევმა რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტულ არხებთან: "სახელმწიფო ტელერადიო კომპანიისა" (ВГТРК) და "რია ნოვოსტისთან" (РИА Новости) ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც ტელეწამყვანმა დმიტრი კისელიოვმა ჩაწერა.
"კარგია, რომ ვითარება [საქართველოში] უკვე სტაბილიზაციის მიმართულებით მიდის. და აქაც, კიდევ ერთხელ, ხედავთ, რომ მაკრონის ყურები გამოჩნდა. კაცი თავის ქვეყანაში ვერ ისვენებს, უნდა, აუცილებლად შეძვრეს საქართველოში", — განაცხადა პრეზიდენტმა ალიევმა რუსეთის სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში.
ამავე ინტერვიუში ალიევმა აღნიშნა, რომ 2022 წლის 22 თებერვალს [უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ორი დღით ადრე] მისი და ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთ-აზერბაიჯანის "სამოკავშირეო თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციის" ხელმოწერა დადებითი მოვლენა იყო.
"მას შემდეგ სიტუაცია ჩვენს რეგიონში და მსოფლიოში საკმაოდ შეიცვალა. მაგრამ ეს გავლენას ვერ ახდენს რუსეთ-აზერბაიჯანის თანამშრომლობაზე… ეს უფრო მაღალი ფორმაა თანამშრომლობის, იმის გათვალისწინებით, რომ მეზობელი ქვეყნები ვართ კავკასიასა და კასპიის ზღვის რეგიონში", — განაცხადა ალიევმა.
ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კირილოვთან საუბრისას მაკრონის ხელისუფლება სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში საფრანგეთის პოზიციების გამო არაერთხელ გააკრიტიკა, მათ შორის იარაღის მიწოდების გამო.
"იარაღი, რომელსაც მაკრონის მთავრობა აწვდის სომხეთს, არის თავდასხმითი იარაღი, ლეტალური იარაღი, რაც ტაქტიკურ საფრთხეს უქმნის აზერბაიჯანს", — განაცხადა მან.
ცნობისთვის, წლებია, რაც საფრანგეთსა და სომხეთს თბილი ურთიერთობები აქვთ, ხოლო აზერბაიჯანსა და საფრანგეთს — დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობები.
შეგახსენებთ, 7 დეკემბერს, პრეზიდენტმა მაკრონმა პარიზში, ახლად რესტავრირებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნაზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დაპატიჟა. ნოტრ-დამის გახსნას ესწრებოდა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც.
ამასთან, მაკრონმა 11 დეკემბერს, დემონსტრაციების დარბევისა და დაშლის და დაკავებისას დემონსტრანტების ცემაზე გავრცელებული ცნობების შემდეგ, საკუთარი ინიციატივით, ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა. საუბარი ერთ საათს გაგრძელდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები