18 დეკემბერს, 19:00 საათზე მრავალფეროვნების მარში გაიმართება
დღეს, 18 დეკემბერს, 19:00 საათზე მრავალფეროვნების მარში გაიმართება. ინფორმაციას სოლიდარობის პლატფორმა ავრცელებს.
"18 დეკემბერს, 19:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე ვმართავთ მრავალფეროვნების მარშს.
მრავალფეროვნების მარშის ქვეშ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები ვერთიანდებით და გვინდა ჩვენი ხმა და ძალისხმევა შევუერთოთ იმ საერთო საქმეს, რომელიც ცდილობს შეაკავოს ჩვენს ქვეყანაში ავტორიტარიზმის გაღრმავება და ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევა. ჩვენი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების, ვალია გავიზიაროთ ჩვენი სამშობლოს ტკივილი და შევიტანოთ აქტიური წვლილი ახალ ეროვნულ მოძრაობაში, რომელიც თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის და ღირსეული მომავლისთვის იბრძვის.
ჩვენ კარგად გვესმის, რას ნიშნავს ავტორიტარიზმში ცხოვრება, რადგან პოლიტიკური სისტემა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ მაშინაც მჩაგვრელი და უსამართლო იყო, როცა ჩვენი მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი ამას ჯერ კიდევ ვერ გრძნობდა. ჩვენი თემები არა ერთხელ გამხდარან პოლიტიკური კონტროლის, დისკრიმინაციისა და შევიწროების სამიზნე, მაგრამ ჩვენ არასდროს დაგვიკარგავს უფრო სამართლიანი მომავლის რწმენა. ჩვენ გვჯეროდა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არადომინანტური ჯგუფებისთვისაც მოიტანდა უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და თანასწორობას, და იგი უფრო სამართლიანი და თანასწორი საქართველოს მშენებლობის იმედს გვაძლევდა. სწორედ ამიტომ ევროინტეგრაციის პროცესის მიზანმიმართული დაზიანება და შეჩერება ხელისუფლების მხრიდან ჩვენთვის განსაკუთრებით უსამართლო და მიუღებელი გადაწყვეტილებაა.
ევროპული მომავლის დაკარგვის საფრთხის მიღმა, ჩვენთვის უმძიმესი პრობლემა და ტკივილია პოლიტიკაში ძალადობის, როგორც მართვის ლოგიკის დაბრუნება. პოლიციამ ჩვენი მშვიდობიანი შეკრებები უკანონოდ დაარბია, შეკრების მონაწილეები სასტიკად სცემა, უმოწყალოდ მოეპყრო და აწამა. მათ შორის არის ჩვენი არაერთი თემის წევრი, რომლებიც უკანონო პატიმრობისა და ძალადობის მსხვერპლები გახდნენ ამ დღეებში. გვაქვს განცდა, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება, თავისუფლება და თანასწორობა, როგორც სახელმწიფოს მთავარი პრინციპი, დაკარგულია და ამ უსამართლო პროცესს ახალი მსხვერპლები და სამიზნეები ეყოლება. ავტორიტარიზმის აღმასვლა შეეხება ყველას, ვისი მსხვერპლად შეწირვაც სისტემას მოუნდება. ძალადობა, დამორჩილება და კონტროლი მოვა ყველა ოჯახში, სამეზობლოში, თემში, სოფელსა და ქალაქში.
დღეს ჩვენ ვუერთდებით იმ ორ საერთო მოთხოვნას, რომელიც არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზად ჩვენ, მოქალაქეებმა დავსახეთ. პირველი პირობაა დაპატიმრებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და დამნაშავე პოლიციელებისა და მათი ხელმძღვანელების დასჯა; მეორე პირობა კი ახალი არჩევნებია, რომელიც ამ კრიზისიდან ყველაზე მშვიდობიანი და დემოკრატიული გამოსვლის გზად გვესახება.
#თავისუფლება რეჟიმის მძევლებს!
#ყველგან პოლიცია, არასად სამართალი!
#ავტორიტარიზმი კლავს თანასწორობასაც!
#მრავალფეროვნებაშია სიმდიდრე, და არა ოლიგარქიაში!
#გაუმარჯოს ერთიან, მრავალფეროვან და სამართლიან საქართველოს!", — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები