20 დეკემბერს ენერგეტიკოსების მსვლელობა გაიმართება
20 დეკემბერს, ბარათაშვილის ქუჩიდან პარლამენტამდე მსვლელობა "ენერგეტიკოსები სინათლის, თავისუფლების და განვითარების ენერგიის მხარეს" გაიმართება. მსვლელობა 19:00 საათზეა დაგეგმილი.
"მსვლელობას არ ჰყავს კონკრეტული ორგანიზატორი ან ლიდერი. ნებისმიერი ადამიანი თუ ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს სექტორს და გააჩნია საკუთარი, ინდივიდუალური პროტესტი მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ, არის მისი სრულუფლებიანი მონაწილე.
თუ მოღვაწეობ ენერგეტიკულ სექტორში ან ახლა ეუფლები ამ პროფესიას და შენთვის მიუღებელია: უთანასწორობა და კანონის უზენაესობის პრინციპის უგულებელყოფა; ცხოვრების და განვითარებისთვის სამართლიანი გარემოს არ არსებობა; სახელმწიფოს მიტაცების მცდელობა გამოდი! კოლეგებთან ერთად დააფიქსირე შენი პროტესტი მსვლელობაზე. პროტესტის გარდა, მსვლელობაში მონაწილეობით მკაფიოდ ვაფიქსირებთ, რომ ქვეყნის სამართლებრივ, კონსტიტუციურ ფარგლებში დაბრუნების გარეშე, ვერ გვექნება ვერც პიროვნული და ვერც პროფესიული განვითარება, რადგან ორივე მათგანს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი გარემო. მივიჩნევთ, რომ ენერგეტიკული სექტორისთვის მდგრადობის შენარჩუნება მხოლოდ დასავლურ სამყაროში სრულფასოვანი ინტეგრაციით არის შესაძლებელი.
დარგის კონსერვატიულობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, გვესმის, რომ ბევრს გაუჭირდება პროტესტის ღიად დაფიქსირება. განსაკუთრებით მაშინ, როცა არსებობს სახელმწიფოს თუ მისგან ფორმალურად დამოუკიდებელი მარეგულირებელი უწყებების მხრიდან გავლენის სადამსჯელოდ გამოყენების ალბათობა. მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ ერთი ადამიანის ღია, გაბედული პროტესტიც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა, ფაქტობრივად, არ დარჩა სფერო, რომელსაც არ გამოუხატავს საერთო, ორგანიზებული პროტესტი. ამასთან, სექტორისგან, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ასოცირდება სინათლესა და ენერგიასთან, პოზიციის არ დაფიქსირება გაუმართლებლად მიგვაჩნია.
ყველაფერთან ერთად, მსვლელობა არის შესაძლებლობა, ერთის მხრივ, საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ სექტორი ვერ იქნება ნეიტრალური. იგი უნდა იყოს ან ევროპულ ან რუსულ ნორმატიულ-ტექნიკურ რეგლამენტებთან ინტეგრირებული. საკითხი მარტივად დგას ელექტროენერგეტიკულ სექტორში, რადგან არჩევანია გასაკეთებელი ГОСТ-სა და IEC-ს შორის. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია დასავლელ პარტნიორებს დავანახოთ, რომ მადლიერნი ვართ მხარდაჭერის, რასაც ისინი გვიწევენ ბოლო 30 წელია და რომელი მხარდაჭერის გარეშეც ქვეყანა დარჩებოდა 90-იანი წლების სიბნელეში. საპროტესტო მსვლელობით ვაფიქსირებთ, რომ ევროპა ჩვენი გააზრებული არჩევანია. დასავლური სამყარო არ არის მხოლოდ გეოგრაფია, ეს არის ღირებულებები და ცივილიზაცია, სადაც ყველაზე უკეთ არის დაცული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. კი ევროპას! კი ევროპულ სტანდარტებს, მათ შორის ელექტროენერგეტიკაში!," – ნათქვამია ინფორმაციაში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები