გიორგი გახარია: შალვას [თადუმაძეს] ვურჩევ, კიდევ ბევრი სანქცია იქნება. დააგროვოს და ისე მიმართოს ევროპულ სასამართლოს
შალვას [თადუმაძეს], რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ, ვურჩევ, რომ არ იჩქაროს, რადგან კიდევ ბევრი სანქციები იქნება სხვადასხვა სახელმწიფოსგან, დააგროვოს და ისე მიმართოს ევროპულ სასამართლოს, — ამის შესახებ პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ bm.ge-ს ეთერში თქვა. მისი თქმით, საჭიროა, რომ ინდივიდუალური, პერსონალური სანქციები კიდევ უფრო შორს წავიდეს. რაც შეეხება აშშ-ს პოლიტიკას "ოცნების" ხელისუფლებისადმი, გახარია ფიქრობს, რომ 20 იანვრის შემდეგ აშშ-ს დამოკიდებულება არ შეიცვლება.
"საჭიროა, რომ ინდივიდუალური, პერსონალური სანქციები კიდევ უფრო შორს წავიდეს. იმიტომ, რომ ეს კონკრეტულია ადამიანები ისეთ ზიანს აყენებენ ქვეყანას, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. მაგრამ ეს რეაგირება არ უნდა შეეხოს საქართველოს რიგით მოქალაქეებს —– არც სავიზო შეზღუდვები, არც სხვა რაიმე სანქციები. ...უნდა იყოს ფინანსური სანქციები, ამასაც მოვესწრებით. ეს იქნება 20 იანვრამდე. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს სანქციები, რომელიც [აშშ-ს] ძველი ადმინისტრაციის მიერ იქნება დაწესებული, არ იქნება ორპარტიული, ძალიან ცდება. მათ ძალიან დიდი იმედგაცრუება ელოდება.
რაც შეხება ევროკავშირს, ევროკავშირი ძალიან რთული ბიუროკრატიული სისტემაა. მათგან ჩვენ ასეთ სანქციების მოლოდინი არც გვქონდა, მაგრამ ორმხრივ რეჟიმში, კონკრეტული სახელმწიფოები იმ ტალღას გააგრძელებენ, რომელიც დაიწყო. ამიტომ, შალვას [თადუმაძეს], რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ, ვურჩევ, რომ არ იჩქაროს, რადგან კიდევ ბევრი სანქციები იქნება სხვადასხვა სახელმწიფოსგან, დააგროვოს და ისე მიმართოს ევროპულ სასამართლოს და მერე ვნახოთ რა შედეგებს მიიღებენ", — განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისათვის, 18 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე, შალვა თადუმაძე გეგმავს დასანქცირების გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.
გიორგი გახარიამ bm.ge-ი ეთერში ისიც თქვა, რომ ქართული ოცნება დგას 3 ფუნდამენტურ ბოროტებაზე: მოძალადე ზონდერ დაჯგუფებები, პროპაგანდა და კორუფცია. ამ სამ საყრდენს იყენებს იმისთვის რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს.
გახარიამ ბოლო პერიოდში ბიზნესის გააქტიურებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ცოტა ადრე რომ ყოფილიყო, იქნებოდა უკეთესი, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
"მათ [მსხვილ ბიზნესს] მოუწევთ კრიტიკულ მომენტში გადაწყვეტილების მიღება. ან ჩაჰყვებიან ბოლომდე ამ რეჟიმს ან დადგებიან ხალხის მხარეს. ხალხის მხარეს დადგომა მათ გარკვეულ იმუნიტეტს შესძენს", — თქვა გახარიამ bm.ge-ზე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები