17 ევროპული ქვეყანა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს
ფოტო: OSCE
ეუთოში ნიდერლანდების წარმომადგენელმა, 17 ქვეყნის სახელით განცხადება წაიკითხა, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხება.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ქვეყნები შეშფოთებას გამოხატავენ "ქართული ოცნების" მხრიდან რეპრესიული ტაქტიკის გამოყენებაზე, "მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის მეშვეობით, რათა გაჩუმდნენ მისი კრიტიკოსები".
ამასთან, მათი თქმით, იმ პირებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკანონო ძალის გამოყენებაზე, აუცილებლად უნდა აგონ პასუხი.
"ჩვენი ქვეყნები უკვე სამი ათწლეულის განმავლობაში ერთგულნი არიან საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ პარტნიორობისადმი. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით საქართველოს სხვადასხვა მთავრობასთან, რათა მხარი დაგვეჭირა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის, განგვევითარებინა საქართველოს ეკონომიკა და გაგვეუმჯობესებინა განათლების ხარისხი ქართველი ბავშვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება, ჩვენ მკაცრად ვგმობთ ქართული ოცნების მიერ საქართველოს მოქალაქეების მიმართ გამოყენებულ ძალადობას, რომლებიც თავიანთ უფლებას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის იყენებდნენ.
ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ ქართული ოცნება კვლავ აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკის გამოყენებას, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის მეშვეობით, რათა გაჩუმდნენ მისი კრიტიკოსები. ჩვენი ეუთოს ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებასა და მშვიდობიანი შეკრებისა და თვითნებური დაკავებისგან თავისუფლების პატივისცემას, მოვუწოდებთ საქართველოს შეწყვიტოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ რეპრესიული და გადამეტებული ძალადობრივი ქმედებები. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული დემონსტრანტები, მედიის წარმომადგენლები, ოპოზიციის ლიდერები და სხვა პირები, რომლებიც მშვიდობიანად იყენებდნენ თავიანთ უფლებებს და მხარს უჭერდნენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. პირებმა, რომლებიც უკანონო ძალის გამოყენებაზე არიან პასუხისმგებელნი, აუცილებლად უნდა აგონ პასუხი.
ჩვენ, ეუთოს წარმომადგენელი სახელმწიფოები განვიხილავთ ყველა შესაძლო მექანიზმს ეუთოს კონტექსტში, რაც მომავალში შეიძლება გამოვიყენოთ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას, რომელსაც ქართველების უმრავლესობა უჭერს მხარს.
ჩვენი ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეებს მათ დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. ჩვენ ვაგრძელებთ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაზე ხელს აწერენ შემდეგი ქვეყნები: ბელგია, კანადა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ნიდერლანდების სამეფო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები