ირაკლი მსხილაძე: პროდიუსერმა მაცნობა, რომ აჭარის ტელევიზიის დირექტორმა გადაწყვიტა გადაცემა "ბუნების კანონი" დახუროს
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემა "ბუნების კანონის" წამყვანი ირაკლი მსხილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ შესაძლოა მისი გადაცემა დაიხუროს, თუ ის ფორმატს არ შეცვლის.
მსხილაძე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ერთ-ერთი ჩანაწერის მასთან შეუთანხმებლად იუთუბიდან და ტელევიზიის ვებგვერდიდან წაშლა, რის შემდეგაც გადაცემასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციის მხრიდან, კრიტიკული კითხვები გაჩნდა.
"პროდიუსერმა მაცნობა, რომ ტელევიზიის დირექტორმა გადაწყვიტა გადაცემა "ბუნების კანონი" დახუროს. განმიმარტეს, რომ გადაცემის "ფორმატი" 31 დეკემბრამდე უნდა შევცვალო, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილება არ შეიცვლება. ტელევიზიის მესვეურების მხრიდან, გადაცემის უვარგისობაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც 27 თებერვალს, რამდენიმე დღით ადრე ეთერში გასული გადაცემა, იუთუბიდან და ტელევიზიის ვებ-გვერდიდან წაიშალა. ეპიზოდი; „როლერის ატრაქცია“ ბალდის კანიონის ბუნების ძეგლს ეხებოდა. უკვე მეორე წელია ბალდის მოსახლეობა, მაფიოზურ-ბანდიტურ თავდასხმებს იგერიებს და სოფლის ბუნებრივ გარემოს იცავს. ტელევიზიის შიდა მოკვლევას უნდა დაედგინა რა გახდა, ვებ-გვერდიდან ეპიზოდის წაშლის მიზეზი ? ჩემთვის, დღემდე უცნობია მოკვლევის შედეგი... ვწუხვარ, რომ ბუნების კანონის მეათე სეზონი შუაში წყდება, ის რაც მე მეძვირფასება, სხვას შესაძლოა პრობლემად მიაჩნდეს. განსაკუთრებული მადლობა "მოძრაობას ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად", მათმა გაუტეხელმა ბრძოლამ სისტემური პრობლემები, აჭარის ტელევიზიაშიც გამოავლინა" — წერს ირაკლი მსხილაძე სოციალურ ქსელში
გადაცემა "ბუნების კანონი" აქტიურად აშუქებს გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემებსა და საკითხებს, მხარს უჭერს მწვანე პოლიტიკას და კრიტიკული შინაარსით გამოირჩევა.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან თბილისსა და ბათუმში, ორ კვირაზე მეტია მოქალაქეები პროტესტის ნიშნად იკრიბებიან. მათი მოთხოვნაა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გახსნას ეთერი საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის, იყოს ობიექტური და გამოხატოს საზოგადოების ინტერესები, ნაცვლად პარტიული [ქართული ოცნების] ინტერესებისა.
ბათუმში პროტესტს წინ უძღოდა, აჭარის ტელევიზიის დირექტორის ლადო ტატიშვილის გადაწყვეტილება, რამდენიმე გადაცემის შეჩერებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მოქალაქეების აქტიურობის შემდეგ შეიცვალა და აღნიშნული გადაცემები მალევე დაუბრუნდნენ ეთერს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა, 1-საათიანი ყოველდღიური საგანგებო ეთერი დაუთმო იმ პირებს, რომელთაც საინიციატივო ჯგუფი კონსენსუსის საფუძველზე შეარჩევენ.
პროტესტის ფონზე ახალი ამბების ბლოკის დირექტორობიდან გადადგა გიორგი გვიმრაძე.
მაუწყებელთან მოქალაქეების პროტესტი დღემდე გრძელდება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები