ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია

20 Dec. 2024, 17:39

"უკომენტაროდ ვდებ ალან ბერსეს ბრიფინგს (ევროსაბჭოს ხელმძღვანელის), განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც აღელვებდა, რატომ არ მივიდა შეხვედრაზე ჩვენი კოალიცია. ასევე ყველას მინდა შევახსენო: შარლ მიშელი 2 არ იქნება. ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება. არც მოსალაპარაკებელია რამე: მხოლოდ ახალი არჩევნები. ნათქვამია და აღარ უნდა გადაიხედოს. ტყვეებით ვაჭრობა და რაღაც რეფორმებზე ლაპარაკი არალეგიტიმურ და ხალხის წამებაში მხილებულ კონსტიტუციური გადატრიალების მომწყობ ბანდასთან არ შეიძლება.

— მთავარი ამოცანა ვიზიტის არის მიმდინარე პოლიტიკური კრიზის გადაჭრაა და ეს მოხდება თუ დავიცავთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და კანონის უზენაესობას.

— მივმართე სახელმწიფო უწყებებს რომ თავი შეეკავებინათ არაპროპორციული ძალების გამოყენებისგან. განეხორციელებინათ დამოუკიდებელი გამჭვირვალე გამოძიება რათა უზრუნველყოფილიყო ყველა პასუხისმგებელი პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება და გაეთავისუფლებინათ ყველა ადმინისტრაციული წესით დაკავებული. მივიღე გარკვეული დაპირებები ამასთან დაკავშირებით
— პოლარიზაცია ძირს უთხრის დემოკრატიას. როგორც ხელისუფლება ისე ოპოზიცია ვალდებულია გახსნას დიალოგი.
— გამოვხატე შეშფოთება იმ კანონმდებლობის შესახებ რომელიც აუარესებს სამოქალაქო საზოგადოებისა და ფიზიკური პირის უფლებებს. ეს კანონმდებლობა შეიცვალოს უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან. მთავრობამ გასცა დაპირება რომ შეცვლიდან უცხოური გავლენის შესახებ კანონის შინაარსს
— შევქმნით ერთობლივ სამუშაო ჯგუფს ქართველ მხარეებთან ერთად რომ უცხოური გავლენის შესახებ კანონი იყოს შეცვლილი
-— სტრასბურგში და საქმის კურსში ჩავაყენებ ყველა წევრ სახელმწიფოს ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით. მივაწვდი ინფორმაციას ადამიანია უფლებათა კომისარს რომელიც გეგმავს ვიზიტს საქართველოში."

წერს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში და საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსე ვიზიტს ეხმაურება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…