მაკა ბოჭორიშვილი

20 Dec. 2024, 23:52

"გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელსაც ქართული საზოგადოება რამდენიმე კვირა თუ თვეა, ელოდა. ეუთო/ოდირის დასკვნა სრულყოფილად აფასებს წინასაარჩევნო გარემოს, შემდეგ უკვე არჩევნების დღესაც და არჩევნების შემდეგ პერიოდსაც. ძირითადად ის ემთხვევა იმ დებულებებს, რაც უკვე გაჟღერებული იყო ეუთო/ოდირის მიერ წინასწარ, როდესაც შეფასდა თავად არჩევნები, თუმცა ვხედავთ, რომ ამ დასკვნაში უფრო ფართოდ არის მოცემული ის რეკომენდაციები, რაც მიეცა ხელისუფლებას იმისათვის, რომ ვიმუშაოთ იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც დაფიქსირდა არჩევნების პერიოდში. არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველას ჰქონდა. ეს ხაზგასმულია თავად დასკვნაში. თავად არჩევნების ორგანიზებაც პოზიტიურად არის შეფასებული. რა თქმა უნდა, არც სიურპრიზი არ არის და არც გასაკვირი, რომ მასში ასახულია ის პოზიციები, რაც ფიქსირდებოდა თავად ოპოზიციის მხრიდან. თქვენ კარგად გახსოვთ, თუ როგორო იყო წინასაარჩევნო და არჩევნების პერიოდი, ასევე, არჩევნების შემდეგი პერიოდი. ოპოზიციისთვის არასდროს ყოფილა მიზანი ამ არჩევნებში კეთილსინდისიერად მონაწილეობა და არჩევნების შედეგების აღიარება. მისი მოწოდებები მიმართული იყო სწორედ იქით, რომ არჩევნების დისკრედიტაცია მოეხდინათ და შემდგომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დაესვათ კითხვის ნიშანი. თუმცა ვფიქრობ, ეს ანგარიში იმას მოწმობს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ასეთი კითხვის ნიშნები არსებობდეს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით" 

ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო დასკვნის შესახებ  


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…