არჩევნების თაობაზე საჩივრების განხილვამ ძირი გამოუთხარა სამართლიანი სასამართლო პროცესის პრინციპს – ვახუშტი მენაბდე ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება
არჩევნების დღეს ხასიათდებოდა დაძაბული ატმოსფეროთი და დამკვირვებლების დაშინებისა თუ მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლის ტენდენციით — კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ეუთო/ოდირის დასკვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, არჩევნების დღეს ხასიათდებოდა დაძაბული ატმოსფეროთი და დამკვირვებლების დაშინებისა თუ მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლის ტენდენციით.
"ხელისუფლება ელოდებოდა ეუთოს დასკვნას. აჰა ეუთოს დასკვნა:
აქ ჩამოვწერე ის ძირითადი (და არა ყველა) პრობლემა, რომელიც ამ დოკუმენტშია ჩამოთვლილი. წაიკითხეთ და თავად განსაჯეთ ასე შეფასებული არჩევნები რამდენად შეიძლება იყოს ან სამართლიანი ან თავისუფალი:
არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე პარლამენტმა შეიტანა ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში ფართო პარტიული მხარდაჭერის გარეშე. ამით მან დაარღვია სამართლებრივი სტაბილურობა და გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკური მიზნებით მათი შესაძლო გამოყენების თაობაზე;
საზოგადოების აღქმას ცესკოს მიუკერძოებლობის შესახებ ძირი გამოუთხარა ცვლილებებმა, რომლებმაც მისი წევრების შერჩევასა და წარდგენაზე კონტროლი მმართველ პარტიას გადასცა. გააუქმეს ოპოზიციის მიერ წარდგენილი თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და დააკნინეს ცესკოს მუშაობაში პოლიტიკური კონსენსუსის მოთხოვნა. ასევე შეიქმნა აღქმა რომ არსებობს ცესკოს უპარტიო წევრებსა და მმართველ პარტიას შორის კავშირი;
ქართულმა ოცნებამ საჯარო განცხადება გააკეთა ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპს;
არჩევნების დღეს ბევრ ამომრჩეველს შეექმნა სირთულეები ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებისას. მათ სათანადო ინსტრუქტაჟი ვერ მიიღეს, რამაც გამოიწვია ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტების სიხშირე. ბევრ შემთხვევაში (In numerous cases), დაკვირვების 24%-ში, ხმის საიდუმლოება პოტენციურად დაირღვა საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების მოთავსების წესის, უბნებზე შიგნით არასათანადო განლაგებისა და ბიულეტენების გაჟონვის გამო;
არსებობს ამომრჩევლებზე, განსაკუთრებით საჯარო სექტორის თანამშრომლებსა და ეკონომიკურად დაუცველებზე დაშინების, იძულების, მოსყიდვისა და ზეწოლის შესახებ ცნობები, რაც იწვევს შეშფოთებას ამომრჩევლების ერთი ნაწილის შესაძლებლობაზე, თავისუფლად გაეკეთებინა არჩევანი და ხმა მიეცა შიშის გარეშე;
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა კამპანია, ფინანსური სარგებელი სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის, ისევე როგორც ამნისტიის პროგრამა აძლევდა უსამართლო უპირატესობას მთავრობას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა მის ვალდებულებას გავლენა არ მოეხდინა ამომრჩეველზე სახელმწიფო რესურსების გამოყენებით;
საარჩევნო დავების გადაწყვეტის ეფექტურობა შეზღუდული იყო ამომრჩეველთა სამართლებრივი ბერკეტების, პროცედურული ხარვეზების, კანონმდებლობის ბუნდოვანებისა და მისი გამოყენების სტანდარტის გამო. საარჩევნო კომისიებისა და სასამართლოების მიერ არჩევნების თაობაზე საჩივრების განხილვამ ძირი გამოუთხარა სამართლიანი სასამართლო პროცესის პრინციპს, ის არ იყო უფლების დაცვის ეფექტიანი საშუალება და არ პასუხობდა ფართოდ გავრცელებულ შეშფოთებას არჩევნების შედეგების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით;
მისიის დამკვირვებლები აღნიშნავდნენ ამომრჩეველზე ზეწოლის ისეთ შემთხვევებს, როგორიც იყო მუქარა და მათი ნების კონტროლი. არჩევნების დღეს ხასიათდებოდა დაძაბული ატმოსფეროთი და დამკვირვებლების დაშინებისა თუ მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლის ტენდენციით.
აქ რაც წერია იქიდან დასკვნის გამოტანას არც არჩევნების ექსპერტობა სჭირდება და არც იურისტობა", — წერს ვახუშტი მენაბდე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები