თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის დირექტორი Facebook პოსტით პასუხობს ქართული ოცნების მიერ გავრცელებულ ნარატივებს, თითქოს ეუთო/ოდირმა არ გაიმეორა სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მიერ არჩევნების შეფასების დროს გამოხატული მოსაზრებები და მეტაფორები და, შესაბამისად, არჩევნებთან დაკავშირებული ყველა კრიტიკა არალეგიტიმურია და ახალ არჩევნებთან დაკავშირებული მოწოდებები არ იმსახურებს ყურადღებას.
თამთა მიქელაძე ცალკეულ პუნქტებს გამოყოფს და მათ სათითაოდ პასუხობს. პირველ რიგში, მიქელაძე საზღვარგარეთ უბნების გახსნის საკითხს ეხმაურება:
"საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების რეალიზებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა სამართალი მკაფიოდ განსაზღვრული არ არის. ის ზოგადად აღიარებს ამ უფლების არსებობას, თუმცა იმაზეც მიანიშნებს, რომ ქვეყნების დისკრეციას ეკუთვნის, თუ როგორ უზრუნველყოფენ ამ უფლებას დიასპორებისთვის.
ქვეყნები, სადაც მიგრაცია ისტორიული, ეკონომიკური და სხვა მიზეზებით მაღალია, და სადაც სახელმწიფო აღიარებს, რომ მიგრაციის სტრუქტურული მიზეზი თავად არის, მოქალაქეებს აქტიურად უქმნიან ეროვნულ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობებს. სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფო ამას ვერ მიხვდა, მიგრაციაში მცხოვრები მოქალაქეების ხმა ვერ მოისმინა და შემზღუდავი პრაქტიკა დანერგა.
ეუთო-ოდირმა მკაფიო პოზიცია ამ საკითხზე სწორედ ამ ზოგადი მიდგომების გამო არ დააფიქსირა ჩემი აზრით, თუმცა ჩვენს საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლო განესაზღვრა ამ უფლების ფარგლები ჩვენი ისტორიული და სოციალური რეალობის გათვალისწინებით. სამწუხაროდ, ეს მოთვინიერებულმა სასამართლომ არ გააკეთა", — ვკითხულობთ პოსტში.
მიქელაძე შეეხო 300 000 გაყალბებული ხმისა და კარუსელის საკითხსაც. მისი თქმით, ეუთო/ოდირი ამ საკითხზე ვერ ისაუბრებდა, რადგან მას გამოძიების მანდატი არ აქვს — ამისათვის საჭიროა სიების გახსნა, რაც ქართულმა ოცნებამ არ გააკეთა, ხოლო ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება ოდირმა პრობლემურად დაასახელა.
"გარდა ამისა, ეუთო-ოდირი თავის ანგარიშში პირდაპირ აღნიშნავს, რომ არსებობდა შეზღუდული ინფორმაცია გარე პროვაიდერების შესახებ, რომლებიც ჩართულნი იყვნენ მოწყობილობების დანერგვასა და აუდიტში. ასევე, დაინტერესებულ მხარეებს არ ჰქონდათ სრულფასოვანი წვდომა ელექტრონული ტექნოლოგიის დანერგვის ეტაპებზე, დეტალური დოკუმენტაციის გადახედვასა და აუდიტის შესწავლაზე. მისი თქმით, ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო კარგ პრაქტიკას.
ანუ ეუთო-ოდირი ამბობს იმას, რომ ციფრული არჩევნების ყველა ეტაპი არ იყო დაინტერესებული მხარეების საჯარო შემოწმების და კონტროლის ქვეშ. ცხადია, რომ ეს პირობები აჩენს მაღალ რისკებს მანიპულაციების. გამოძიებაში კი ეს ორგანიზაცია ვერ შევიდოდა. ამის მანდატი არ აქვს. სწორედ ამიტომ ვითხოვდით, საერთაშორისო მიუკერძოებელ აუდიტს", — წერს თამთა მიქელაძე.
რაც შეეხება ხმის ფარულობის დარღვევის საკითხს, თამთა მიქელაძის თქმით, დასკვნაში ამის შესახებ მკაფიოდ წერია, რომ, დაახლოებით, ყოველი მეოთხე ამომრჩევლის შემთხვევაში ხმის ფარულობის პრინციპი დაირღვა.
"ეუთო-ოდირის მონაცემებით, ხმის საიდუმლოების შესაძლო დარღვევა დაფიქსირდა დაკვირვების 24%-ში, ანუ თითქმის ყოველი მეოთხე ამომრჩევლის შემთხვევაში. რა მნიშვნელობა აქვს, გაჟონვით ახსნა ეს, ბიულეტენის აპარატში მოთავსებით თუ სხვა არგუმენტით? ფაქტია, რომ ეუთო-ოდირი ფარულობის ფუნდამენტური პრინციპის მასობრივ დარღვევაზე საუბრობს, რაც პერ სე არის საარჩევნო უფლების დარღვევა", — განაცხადა თამთა მიქელაძემ.
ბოლოს კი, რუსული ჩარევის საკითზე საუბრისას თამთა მიქელაძე აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირი ვერც ამ საკითხს გამოავლენდა, რადგან ამას ომლაინ კომუნიკაციების პროტოკოლების გაცნობა სჭირდება.
"რუსულ სპეცოპერაციას ეუთო-ოდირი ვერ გამოავლენდა. ამას თქვენ რომ გახვალთ თქვენი კაბინეტებიდან და თქვენი შეხვედრების, ონლაინ კომუნიკაციების პროტოკოლებს გავეცნობით, მერე დავამტკიცებთ.
ს ი ნ ა მ დ ვ ი ლ ე შ ი ოპოზიციის ნარატივებზე მანიპულაციას რომ ცდილობთ, იქნებ ეუთო-ოდირის უმძიმეს შეფასებებს უპასუხოთ?! მათი დასკვნები სისტემურ დარღვევებზე საუბრობს და უმძიმესი კრიტიკის ფორმით არის წარმოდგენილი. არც ერთ პასუხი კი არ მიგვიღია თქვენგან.
კიდევ ერთხელ ეუთო-ოდირი პირდაპირ ამბობს:
"დარღვევების მასშტაბმა მძიმედ იმოქმედა არჩევნების მთლიანობაზე და ძირი გამოუთხარა საზოგადოების ნდობას პროცესის მიმართ."
ცესკოსა და სასამართლოების ზედაპირულმა რეაგირებამ არსებულ დარღვევებზე "დაუშვა პროცესის სათანადოდ ჩატარების და ეფექტური გამოსწორების შესაძლებლობის განადგურება."
და კიდევ ერთხელ. ჩვენ ახალ არჩევნებს ვითხოვთ თქვენს მიმართ გაჩენილი ახალი ბრალდებების გამო. ესენია – კონსტიტუციის დარღვევა და ადამიანის აბსოლუტური უფლებების მასობრივი შელახვა", — აცხადებს თამთა მიქელაძე.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები