"ოცნების" ყალბი დამკვირვებლები, რომლებმაც არჩევნების გაყალბებას ხელი შეუწყვეს
ფოტო: მთავარი არხი
დემოკრატიული არჩევნების ევროპული პლატფორმა (EPDE) ატლანტიკური საბჭოს მკვლევარ ეთო ბუზიაშვილთან თანამშრომლობით, აქვეყნებს დასკვნას, რომლის თანახმადაც, გამოვლენილია 23 მიკერძოებული საერთაშორისო დამკვირვებელი, რომლებმაც არჩევნების გაყალბებას ხელი შეუწყვეს. ანგარიში სახელწოდებით — "დასავლელი კონსპიროლოგების დაბრუნება: ყალბი დამკვირვებლები საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე" ინგლისურ ენაზე EPDE-ს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
როგორც უკვე აღინიშნა, მკვლევრებმა გამოავლინეს 23 პირი, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე "მუშაობდნენ" და მათ ბიოგრაფიაში მსგავსი გამოცდილება წარსულშიც მოიძებნება.
ამ დამკვირვებლების შეფასება მკვეთრ კონტრასტშია დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშებთან, რომლებიც ცხადად მიუთითებდნენ დაშინების, ფარულობის დარღვევის, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და სხვა დარღვევების ფაქტებზე.
დასკვნის თანახმად, ყალბ დამკვირვებლებს არცთუ იშვიათად იყენებენ რუსეთისა და აზერბაიჯანის ავტორიტარული რეჟიმები. EPDE-ს შეფასებით, მსგავსი ყალბი დამკვირვებლების რაოდენობის ზრდა ახალ და შემაშფოთებელ ტენდენციაზე მიუთითებს.
მაგალითად, ლუპ ბომიერი, გურგი-ლე-შატოს მერი და საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის UDR-ის წევრი, რომელიც რუსეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ყალბი დამკვირვებელი იყო, საზოგადოების არჩევნების მიმართ ნდობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი დაკვირვებით "ცოტას თუ ეპარებოდა ეჭვი ახალი საარჩევნო სისტემისა და ხმის მიცემის ფარულობის დაცვაში".
"საქართველოში ჩატარებული არჩევნები მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ევროპული პოლიტიკური ოჯახისკენ, რადგან პოლიტიკურ პარტიებს შორის უთანხმოების მიუხედავად, თითქმის ყველა პარტია საუბრობს ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკურ ნებაზე", — ამბობდა პოლონელი რიშარდ ჰენრიკ ჩარნეცკი, ყოფილი ევროპარლამენტარი, პარტია PiS-ის წევრი, რომელიც კორუფციაშია დადანაშაულებული და გასულ წლებშიც არაერთი სკანდალის მონაწილე იყო.
აქტიურად გავრცელდა ნიკოდემ ბერნაჩიანკის სიტყვებიც, რომელიც ამბობდა, რომ "საარჩევნო პროცესი ევროკავშირის ზოგიერთ დემოკრატიულ ქვეყანაზე მაღალ დონეზე წარიმართა". ბერნაჩიანკი პოლონეთის ულტრაკონსერვატიული იურიდიული კულტურის ინსტიტუტის ანალიტიკოსია, რომლის წარმომადგენლებიც მანამდე ჩართულნი იყვნენ ყალბი დამკვირვებლობის საქმიანობაში.
EPDE-ს მიერ გამოვლენილი ყალბი დამკვირვებლების სია შემდეგნაირად გამოიყურება:
- ფრანსუა-ქსავიე ჟიკელი, საფრანგეთი, SOS Chrétiens d’Orient (SOSCO) ოპერაციების დირექტორი;
- მარკ გერინი, საფრანგეთი, მომის მერი, ლე-პენის პარტია ეროვნული გაერთიანების წევრი;
- ლუპ ბომიერი, საფრანგეთი, გურგი-ლე-შატოს მერი, ულტრამემარჯვენე პარტიის UDR-ის (Union des droites pour la République) წევრი;
- კლოდ ჟან რობერტ ალფრედ ფრიტცი, საფრანგეთი, ეს პირი ქართულმა პროსამთავრობო მედიამ ჟურნალისტად გაგვაცნო, თუმცა, EPDE-მ მისი ვინაობა დამოუკიდებლად ვერ დაადასტურა;
- ალენ ავრილი, საფრანგეთი, ტანსაცმლის ბრენდ Aper-ის დამფუძნებელი;
- ულრიხ სინგერი, გერმანია, ბავარიის შტატის პარლამენტისა და ულტრამემარჯვენე პარტია AfD-ის წევრი;
- რიჩარდ ჰაინრიკ ჩარნეხცკი, პოლონეთი, ყოფილი ევროპარლამენტარი ულტრამემარჯვენე პარტია სამართალი და სამართლიანობიდან (PiS);
- პატრიკ იგნაშჩაკი, პოლონეთი, ანალიტიკოსი საერთაშორისო სამართლის ცენტრში, Ordo Iuris-ის იურიდიული კულტურის ინსტიტუტში;
- ნიკოდემ ბერნაჩიაკი, პოლონეთი, Ordo Iuris-ის იურიდიული კულტურის ინსტიტუტის პროგრამა "ოჯახი და ქორწინების" უფროსი კოორდინატორი;
- კამილ სმულსკი, პოლონეთი, Ordo Iuris-ის იურიდიული კულტურის ინსტიტუტის "თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის" პროგრამის კოორდინატორი;
- ბეატა ტროჩანოვსკა, პოლონეთი, ასისტენტი პროცედურული ინტერვენციის ცენტრში, Ordo Iuri-ს იურიდიული კულტურის ინსტიტუტი;
- ანდრაშ ლასლო, უნგრეთი, ევროპარლამენტის წევრი ჯგუფიდან პატრიოტები ევროპისთვის, ულტრამემარჯვენე პარტიიდან ფიდეში;
- ლორინჩ ნაჩა, უნგრეთი, უნგრეთის ეროვნული ასამბლეის წევრი, უნგრეთის დელეგაციის წევრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE), ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია (KDNP) ბლოკში ფიდეშთან;
- ფანი ლაიკო, უნგრეთი, ანალიტიკოსი ფუნდამენტურ უფლებათა ცენტრში (CFR);
- ხუან ეფრაინ როჩა, უნგრეთი, უნგრეთის პრემიერმინისტრის აპარატის ეროვნების დეპარტამენტის ყოფილი თანამდებობის პირი;
- ხუან ანტონიო დელგადო რამოსი, ესპანეთი, ანდალუსიის პარლამენტის წევრი პარტიიდან პოდემოსიდან;
- ლუკა ურიბე-ეჩებარია აპალატეგი, ესპანეთი, ბასკეთის პარლამენტის წევრი ბასკური ეროვნული პარტიიდან;
- ხორხე გონსალეს-გალარზა ერნანდესი, ესპანეთი, იბეროსფეროს უფროსი კოორდინატორი და ფუნდამენტური უფლებების ცენტრის უფროსი თანამშრომელი (CFR).
- დევიდ ბიტანი, ისრაელი, ისრაელის ქნესეთის წევრი, ქნესეთის ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე პარტიიდან ლიკუდი;
- ევგენი სოვა, ისრაელი, ქნესეთის ნაციონალისტური პარტიის Yisrael Beiteinu-ს წევრი;
- ოლტა ქეჟვანი, ალბანეთი, ალბანეთის საარჩევნო სისტემის განვითარების ინსტიტუტი ალექსანდერ მოისიუს უნივერსიტეტში;
- არზუ ნაგიევი, აზერბაიჯანი, დეპუტატი, აზერბაიჯან-საქართველოს საპარლამენტთაშორისო სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი;
- კანდელა სოლ სილვა, არგენტინა, იტალიის მემარჯვენე-პოპულისტური პოლიტიკური იტალიის ძმების არგენტინის ახალგაზრდული ფილიალის პრეზიდენტი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები