მამუკა მდინარაძე

23 Dec. 2024, 16:09

"ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე და რატომ? ტრამპის ორი მთავარი დაპირება გახსოვთ ხომ, სუბიექტურად რომ ვთქვათ, ორივე დაპირების შინაარსი საქართველოს აწყობს, ერთი — ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი და მეორე, deep state-ის დამარცხება

[…] დამოკიდებული იქნება ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება 20 იანვრის შემდეგ იმ მოვლენებზე, თუ რამდენად შეძლებს ბატონი დონალდ ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას. პირველი, რამდენად შეძლებს ის გავლენა მოახდინოს იმაზე, რომ დასრულდეს ომი და მეორე, როგორ დაამარცხებს ის ამ არაფორმალურ გავლენებს აშშ-ის ბიუროკრატიაში, რა შემთხვევაშიც, ბუნებრივად გვაწყობს ჩვენ. თუ ის მთლიანად შეძლებს ამოძირკვოს და დაამარცხოს, შესაბამისად, ჩვენზე წნეხი ნებისმიერი მიმართულებით იხსნება, მაგრამ თუ სამწუხაროდ, ეს ვერ მოხდა, მაშინ, ეს ტურბულენტობა გაგრძელდება.

აქ პიროვნებაზე კი არ არის დამოკიდებული და ვიღაცას მოსწონს ტრამპი, არ მოსწონს, მას მოვწონვართ ჩვენ, არ მოვწონვართ, ამაზე კი არ არის დამოკიდებული, რამდენად ის შეძლებს თავისი იმ დაპირების შესრულებას, რომ მან deep state, შესაბამისი არაფორმალური გავლენები ამოძირკვოს, ამ შემთხვევაში, საქართველოსთან დამოკიდებულება აბსოლუტურად შეიცვლება, მაგრამ თუ ეს გართულდა, რაც უფრო გართულდება, რაც უფრო ვერ შესრულდება ეს პირობა, მით უფრო, რთულად გვექნება ჩვენ ბევრი რაღაც გადასატანი"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…