ნათია მეზვრიშვილი

23 Dec. 2024, 16:38

"[ქართულო ოცნებავ] პოლიციის დაცვის მორალური უფლება თქვენ არ გაქვთ ამიტომ, ხმას ნუ იღებთ!

თქვენ მოკალით პოლიცია, რომელიც 2008 წლის ომში რუსეთს ებრძოდა; მოკალით პოლიცია, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს წირავდა მოქალაქის სიცოცხლის გადასარჩენად; მოკალით პოლიცია, რომელიც ქვეყანაში წესრიგს და ხალხის უსაფრთხოებას იცავდა.

თქვენ შექმენით პოლიცია, რომელიც ხალხზე ძალადობს, ადამიანებს ცემს და აწამებს, საკუთარ მოქალაქეებს ძარცვავს, ნიღბიან მოძალადე ზონდერებს უმოქმედოდ უყურებს, აღარავის იცავს გარდა თქვენი სკამებისა. პოლიცია ივანიშვილის პირად დაცვად გადააქციეთ.

მიუხედავად იმისა, რომ სისტემა სავსეა კეთილსინდისიერი ხალხითაც, თქვენ მოახერხეთ და ასეთი მძიმეა დღეს პოლიციის აღქმა საზოგადოებაში. წლობით ნაშენები დაანგრიეთ.

თქვენ შეულახეთ პოლიციას ღირსება, როცა მტერზე ბოდიშის მოხდა მოსთხოვეთ; თქვენ შეულახეთ პოლიციის ღირსება, როცა ასობით პოლიციელი მექსიკის საზღვრით ამერიკაში გასაქცევი გახადეთ.

ყველა სხვა დანაშაულთან ერთად, ეს არის თქვენი უმძიმესი დანაშაული, რომელსაც მე პირადად არ გაპატიებთ".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…