სამართალდამცავების მიერ სასტიკად ნაცემი 21 წლის ახალგაზრდას სასამართლო პროცესი 27 იანვარს გაიმართება
აქციაზე სამართალდამცავების მიერ სასტიკად ნაცემ 21 წლის ბილალ დუიშვილს პოლიცია წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნისთვის დაუმორჩილებლობას ედავება. მისი ადმინისტრაციული საქმის სასამართლო პროცესი 27 იანვარს ჩაინიშნა.
გავრცელებული ინფორმაციით, 4 დეკემბერს, პანკისელი სტუდენტი პროევროპულ საპროტესტო აქციაზე მეგობართან ერთად იმყოფებოდა, როდესაც პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების მორიგი დარბევის დროს, სპეცრაზმელების ალყაში მოჰყვა, რის შემდეგაც ის დაიჭირეს და სცემეს.
მომხდარის შესახებ დეტალებს "პუბლიკასთან" ინტერვიუში ახალგაზრდას ადვოკატი, "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" იურისტი, მარიამ ყველაშვილი ჰყვება.
"ბილტმორთან” სპეცრაზმელების ალყაში მოხვდა. დააკავეს, სპეცრაზმელები იქვე ურტყამდნენ და მოკლე ვიდეო გვაქვს, როგორ წაიყვანეს. წაიყვანეს, როგორც კი შეიყვანეს პოლიციის ფურგონში. ყვება, რომ პოლიციელები მანქანაში ადიოდნენ და სცემდნენ.
წაართვეს ტელეფონი და საფულე", — ამბობს იურისტი.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ ბილალს ზუსტად არ ახსოვს, რა დრო გაატარა მანქანაში, ასევე არ იცის, ზუსტად სად წაიყვანეს, მანვე აღნიშნა, რომ პოლიციის განყოფილებაში ახალგაზრდას მიყვანისთანავე შეიყვანეს აბაზანაში, რათა სისხლი ჩამოებანათ.
"როცა აბაზანიდან გამოიყვანეს, იმდენად ცუდად იყო, იქვე შეადგინეს ოქმი, ჩაუწერეს, რომ იგინებოდა პოლიციელების მიმართულებით და გადაიყვანეს ცენტრალურ ჰოსპიტალში. ჰქონდა ცხვირის მოტეხილობა, ტვინის შერყევა, მრავლობითი დაჟეჟილობა. 5 დღე იყო საავადმყოფოში. ვერ გადაიყვანეს იზოლატორში და მერე შეიტანეს საქმე სასამართლოში", — ამბობს მარიამ ყველაშვილი.
ცნობისთვის, პოლიცია ნაცემ დემონსტრანტს წვრილმან ხულიგნობას (ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლი) და პოლიციის მოთხოვნისთვის დაუმორჩილებლობას ედავება (ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლი).
მარიამ ყველაშვილის თქმით, ბილალ დუიშვილმა მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც. დაწყებულია გამოძიება და დუიშვილი დაზარალებულად არის ცნობილი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები