ირაკლი რუხაძე: პრემიერს ვუთხარი, რომ ჩვენ გულისყურით გისმენდით და არ გაწყვეტინებდით, [ეს] არ უნდა გადაითარგმნოს იმაში, რომ ყველას გვესმის რას გვიყვებით, ან ყველა ვეთანხმებით
"პრემიერს ვუთხარი, რომ ჩვენ გულისყურით გისმენდით და არ გაწყვეტინებდით, [ეს] არ უნდა გადაითარგმნოს იმაში, რომ ყველას გვესმის რას გვიყვებით, ან ყველა ვეთანხმებით”, — ამის შესახებ ტვ იმედის მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ ტვ იმედის ეთერში ოცნების პრემიერ ირაკლი კობახიძესა და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მისმა სიტყვამ "ვნებათაღელვა გამოიწვია".
"მე ვიტყოდი, რომ უამრავი ურთიერთპატივისცემა იყო მთავრობის წევრებსა და ბიზნესს შორის. ეს შეუძლებელია არ იყოს, რადგან ჩვენ ვართ ერთ-ერთ წარმოუდგენელი ეკონომიკური აქტიურობისა და დოვლათის შექმნის პერიოდში. ჩვენ რამდენიმე წელი გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. იმ ოთახში ვინც იჯდა, ეს სიკეთე თავად იგრძნეს, თავიანთ კომპანიებზე. ამიტომ შეუძლებელი იყო იქ ეს გრძნობა არ ყოფილიყო და ამ სულისკვეთებით მოვიდა ბევრი.
იყო ბევრი, რომელიც დღეს მთავრობას აკრიტიკებს, რადგან მიაჩნია, რომ მთავრობა არასწორ პოზიციაზე დგას და იყო ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ მთავრობა სწორ მხარეს დგას, რომელსაც რა თქმა უნდა მეც ვეკუთვნი.
მე ვთქვი სიტყვა, რომელმაც გამოიწვია ვნებათაღელვა, მე არანაირი სიტყვის თქმას არ ვაპირებდი, იქ მომივიდა თავში, რომ ეს მეთქვა, ამიტომ შევეცდები გავიმეორო, რა ვთქვი მე იქ. პრემიერმა მოყვა ძალიან გრძლად და დეტალურად ისტორია უკრაინაში ომის დაწყებიდან, სად ვართ დღეს და ამ ისტორიას მე დიდწილად ვეთანხმები და ამას ყველანი გულისყურით ვუსმენდით. რომ მორჩა [საუბარს] და დაიწყეს კითხვები, მე პრემიერს ვუთხარი, რომ ეს ისტორია არის ძალიან რთული და ის, რომ ჩვენ გულისყურით გისმენდით და არ გაწყვეტინებდით, არ უნდა გადაითარგმნოს იმაში, რომ ყველას გვესმის რას გვიყვებით, ან ყველა ვეთანხმებით, რადგან ძალიან ბევრი ნიუანსია. ჩვენ ყველა პატივისცემით გისმენდით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ოთახში ამას ხალხი ეთანხმება.
მოკლედ რომ მოვყვეთ, არის [ისტორია] შემდეგი: უკრაინაში ომი დაიწყო, საქართველოს სთხოვეს ამ ომში ჩართვა (ზუსტად როგორ და რანაირად უნდა ჩავრთულიყავით ამას სხვადასხვა ინტერპრეტაცია შეიძლება ჰქონდეს). საქართველომ უარი თქვა ომში ჩართვაზე და დიდი სანქციების დაწესებაზე (რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს რუსეთთან სანქციები დაწესებული, მაგალითად საბანკო და სხვა სფეროებში), მაგრამ საქართველომ უარი თქვა სანქციების დაწესებაზე, რასაც მოჰყვა ძალიან დიდი ტალღა, ცუნამი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დასავლეთის ქვეყნებისგან, რომლებიც იმ დროს აწარმოებდნენ ფაქტობრივად ომს რუსეთთან, ეხმარებოდნენ უკრაინას, ძალიან აქტიურად იყვნენ ამაში ჩართულები, ეხმარებოდნენ იარაღით, ფინანსურად და ა.შ. ეს არის დასაწყისი ამ ისტორიის და ამის მერე ფაქტობრივად რაც ხდება, იყო ის, რომ ფართხაფურთხით გვითხრეს, რომ შემოიტანეთ განცხადება ევროკავშირის კანდიდატობაზე.
მანამდე, ომის დაწყებამდე გვეუბნებოდნენ, რომ არ მოხვიდეთ საერთოდ, თქვენ წინ სხვა ქვეყნებია და რამდენიმე წელი არ დაგველაპარაკოთო. ომი რომ დაიწყო და საქართველო "ცუდად მოიქცა", არ გააკეთა რაღაც, რაც მისგან უნდოდათ, უცბად „დაგვაჯილდოვეს“ იმით, რომ, მოდი ახლა სწრაფად განვიხილავთ თქვენი კანდიდატობის განაცხადს. ამას მოჰყვა ის, რომ როგორც ბევრი ელოდა და მათ შორის მეც წარმომედგინა, რომ უნდა დავეჯილდოებინეთ, უარი გვითხრეს [კანდიდატის სტატუსზე]. იმ დროის განმავლობაში მოხდა ორი გადატრიალების მცდელობა საქართველოში", — განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები