ლაშა ბექაურმა ლომის ბოკვერი ზოოპარკში მიიყვანა
"ბოკვერი უკვე ჩვენს ზოოპარკშია" — წერს სოციალურ ქსელში ოლიმპიური ჩემპიონი და თბილისის ზოოპარკის დირექტორ, ზურაბ გურიელიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც ხელში ლომის ბოკვერი უჭირავს.
ლაშა ბექაურმა ლომის ბოკვერი ზოოპარკში მიიყვანა
24 დეკემბერს ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც, სავარაუდოდ, თბილისში ავტომობილით ლომის ბოკვერთან ერთად გადაადგილდება. ვიდეომ საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ისინი წერენ, რომ "კანონით აკრძალულია გარეული ცხოველების ყოლა", "კანონთან როგორ ხართ გარეულ ცხოველების ყოლასთან დაკავშირებით?!", "ველური ეგზოტიკური ცხოველებით გართობა და მათი უმიზნოდ არაშესაფერის პირობებში ყოლა არის დანაშაული და არაეთიკური საქციელი" და ა.შ.
"მწვანე ალტერნატივას" გარემოსდაცვითი მრჩევლის, მანანა ქოჩლაძის თქმით, TikTok-ზე ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და ოფიციალურად ქვეყანაში გვაქვს არალეგალური ზოოპარკები და ფართოდაა გავრცელებული პატარა ლომის და ვეფხვის ბოკვრებით "მარიაჟობა".
ლომისა და ვეფხვის ყოლა სისხლის სამართლის დანაშაულია და 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს სისხლის სამართლის 302-ე პრიმა მუხლის თანახმად, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის არალეგალური ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი ან ზღვიდან ინტროდუქცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
ნანა ქოჩლაძის თქმით, ლომები საქართველოში არ ბინადრობენ, ე.ი. ეს ბოკვერი შემოყვანილია, რაც იმას ნიშნავს, რომ "საბაჟო ვერ ასრულებს თავის მოვალეობას და ვერც გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი და გარემოს დაცვის სამინისტრო".
"სულ რომ არ იყოს გადაშენების პირას მყოფი, ასე გარეული ცხოველების შემოყვანა არ შეიძლება. არსებობს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენცია (СITES), რომელიც გადაშენების პირას მყოფი ცხოველების არაკანონიერ შემოყვანას და გაყვანას არეგულირებს. ამას გარდა, გარეული ცხოველების ყოლა პირად საკუთრებაში არ შეიძლება.
TikTok-ზე ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და ოფიციალურად ქვეყანაში გვაქვს არალეგალური ზოოპარკები და ფართოდაა გავრცელებული პატარა ლომის და ვეფხვის ბოკვრებით "მარიაჟობა". ზოოპარკებს შეუძლიათ, ჰყავდეთ გარეული ცხოველები, მაგრამ ამას ბევრი ნებართვა სჭირდება. ასეთის ცხოველების შემოყვანა არ შეიძლება იყოს ამავდროულად გართობის საგანი. ზოოპარკს როცა შემოჰყავს ცხოველები, ამას აკეთებენ შენარჩუნებისა და სამეცნიერო დაკვირვებისთვის. სრულად გამორიცხულია, რომ ვიღაცას სახლში ჰყავდეს ლომი ან ვეფხვი. ეს პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულია და 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს როგორც მისი შემოყვანა, ასევე მერე პირად საკუთრებაში ყოლა, თუ არ არსებობს გამამართლებელი გარემოებები. მაგალითად ჩვენთან არსებობს რამდენიმე კერძო დათვების თავშესაფარი. კერძოა, მაგრამ გარემოს დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობენ. დათვები ჩვენი ბიომრავალფეროვნებაა, ლომები, რომლებიც არ არსებობს საქართველოს ბუნებაში, ფაქტია, რომ არ არიან შემოყვანილები. ეს იმას ნიშნავს, რომ საბაჟო ვერ ასრულებს თავის მოვალეობას და შემდეგ ვერც გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი და მთლიანად გარემოს დაცვის სამინისტრო", — ამბობს მანანა ქოჩლაძე.
ჩვენთან საუბრისას მანანა ქოჩლაძე აცხადებს, რომ უნდა აღიძრას როგორც სისხლის სამართლის საქმე, ისევე გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს გამოძიებას, რა გზებით ხდება გარეული ცხოველების შემოყვანა ქვეყანაში.
"აღმოჩნდა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტს და მთლიანად გარემოს დაცვის სამინისტროს ამისთვის ყურადღება აქამდეც უნდა მიექციათ. მე იმედი მაქვს, რომ აღიძვრება როგორც სისხლის სამართლის საქმე, ისევე გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი დაიწყებს გამოძიებას, რა გზებით ხდება მათი შემოყვანა ქვეყანაში. საიდან გაჩნდნენ ლომები საქართველოში? თუ აქ დაიბადნენ ე.ი, კიდევ უფრო დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე — ვიღაცამ გაზარდა ისე, რომ პატრონი არ არის ქვეყანაში, ვიღაცას ლომი ჰყავს ქვეყანაში და ვიღაცას ვეფხვი. ეს პრობლემაა, როგორც გარემოს დაცვის კუთხით, ასევე საზოგადოებრივი უსაფრთხოების კუთხით. ასევე მენტალიტეტის კუთხითაც, ეს ხალხი აღზევებული მდაბიოების შთაბეჭდილებას ტოვებენ", — აცხადებს მანანა ქოჩლაძე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები