ანალენა ბერბოკი: კონსულტაციებს ვაწარმოებთ EU-ს პარტნიორებთან საქართველოს ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებისა და მიზანმიმართულ სანქციებისთვი
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრ ანალენა ბერბოკის წერილს აქვეყნებს, სადაც ის ოცნების ხელისუფლების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას და ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო ტალღას ეხმაურება. ბერბოკი წერს, რომ ქართული ოცნების მზარდი ავტორიტარული პოლიტიკის გამო, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის ოფიციალურად შეჩერებაზე უნდა იმსჯელონ.
"ბებიები, რომლებიც ყინვას უძლებენ და საპოლიციო ძალების ხელკეტები არ აშინებთ; სრულად სველი ახალგაზრდები წყლის ჭავლს ევროპული დროშებით უპირისპირდებიან; ოპოზიციის ლიდერები, რომლებსაც სასტიკად სცემენ და აკავებენ; კვირების განმავლობაში ათიათასობით ქართველი გაბედულად აწყობდა დემონსტრაციას საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ყველაზე პატარა სოფლებსა და დიდ ქალაქებში.
საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ მათმა ქვეყანამ გააგრძელოს ევროპული გზა. მათ გულში აქვთ ევროპა და პროევროპული პროტესტი ისმის მათ ხმაში. მაგრამ მათ მმართველი პარტია ქართული ოცნების ხელმძღვანელები დაშინებით, ძალადობითა და წყლის ჭავლით პასუხობენ. ანტიევროპული კურსით ქართულმა ოცნებამ მიზანმიმართულად გაყინა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ფაქტობრივად შეაჩერა. ქართული ოცნების მზარდი ავტორიტარული პოლიტიკის გამო, ევროკავშირში ახლა ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესის ოფიციალურად შეჩერებაზე", — წერს მინისტრი.
ანალენა ბერბოკის წერს, რომ ოცნების ხელისუფლება EU-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებით ისტორიულ შესაძლებლობას კარგავს, რომელსაც ევროკავშირი ქვეყანას სთავაზობს. ამის გამო, გერმანიის მთავრობა კონსულტაციებს აწარმოებს ევროკავშირის პარტნიორებთან შემდგომი დამატებითი შესახებ, რაც მოიცავს საქართველოს ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებას და მიზანმიმართულ სანქციებს.
"2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რეფორმების მკაფიო დაპირებებთან იყო დაკავშირებული. ეს ყოველთვის ცხადი იყო ქართული ოცნების პასუხისმგებელი პირებისთვის. მაგრამ პროგრესის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ საგანგაშო უკუსვლას: არჩევნები, რომელსაც მკვეთრად აკრიტიკებენ საერთაშორისო დამკვირვებლები, არაპროპორციული ძალადობა დემონსტრანტების მიმართ. ქართული ოცნება ამით კარგავს ისტორიულ შესაძლებლობას, რომელსაც ევროკავშირი სთავაზობს ქვეყანას.
ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში, პარტია ქართულმა ოცნებამ ქვეყანა უფრო და უფრო დააშორა ევროკავშირს, რითაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა საქართველოს ათწლეულების მანძილზე გერმანიასთან პარტნიორობას. შედეგად, ჩვენ შევამცირეთ ჩვენი თანამშრომლობა ქვეყნის ხელისუფლებასთან და შევაჩერეთ 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების მხარდაჭერის პროექტები. ამავდროულად, ჩვენ კონსულტაციებს ვაწარმოებთ ევროკავშირის პარტნიორებთან შემდგომი ზომების შესახებ, საქართველოს ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებიდან დაწყებული მიზანმიმართულ სანქციებამდე.
ბურთი ქართული ოცნების პასუხისმგებელი პირების მოედანზეა. ახლა მათზეა დამოკიდებული, რომ ყველაფერი გააკეთონ ღრმა პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ნდობის აღსადგენად და ქართველ ხალხს შესთავაზონ რეალური პერსპექტივა - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნებისთვის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ყველა ქართველისთვის კარგი მომავლისთვის", — წერს ბერბოკი.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები