პროფკავშირების შენობასთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ფოტო: რადიო თავისუფლება
გაერთიანებული პროფკავშირების შენობის შესასვლელში მომხდარი დაპირისპირების შედეგად სამი ახალგაზრდა დაშავდა. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი.
აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის, "ლაბორის", წევრები რადიო თავისუფლებას უყვებიან, რომ მათ გაერთიანებული პროფკავშირების მიერ დაქირავებული დაცვის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გამოცემის ინფორმაციით, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ გამგეობის სხდომაზე Labor-ის წევრები არ შეუშვეს.
"კარში ჩადგნენ ჩვენთვის გაურკვეველი პირები, ალბათ დაქირავებული დაცვა, რომლებმაც იძალადეს "ლაბორის" წევრებზე. დაიწყეს კარის მიხურვა. ამას მოჰყვა დაპირისპირება.
ამ ე.წ. დაცვის წარმომადგენელმა მუშტი ჩაარტყა სახეში "ლაბორის" ერთ-ერთ წევრს, ასევე მეორე წევრს ჩაარტყეს მუშტი სახეში და ჩაუმტვრიეს კბილი. მესამე დაზარალებულია გოგო, რომელსაც ხელები და ფეხები აქვს დაბეჟილი. სამივე დაზარალებული კლინიკაშია გადაყვანილი". — აცხადებს "ლაბორის" იურისტი თამილა გაბაიძე.
გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ "ლაბორის" თავმჯდომარეს, გიორგი დიასამიძეს, თავად არ მოუთხოვია იურისტის დასწრება სხდომაზე და შესაბამისად, მათ არ დაუყენებიათ დღის წესრიგში გამგეობის სხდომაზე იურისტის დასწრების საკითხი.
რაისა ლიპარტელიანი ამბობს, რომ გაფიცულებს კითხვის ნიშნები და პრეტენზიები აქვთ "ლაბორთან", პროფკავშირთან, რომელიც მათ ინტერესებს სათანადოდ არ იცავს.
გაერთიანებული პროფკავშირების შენობაში მიმდინარე გამგეობის სხდომას "ევოლუშენ საქართველოს" 20-მდე გაფიცული თანამშრომელი დაესწრო. მათ შორის იყო გვანცა სუბელიანი, რომელსაც "ლაბორისა" და მისი ხელმძღვანელის მიმართ არაერთი პრეტენზია აქვს:
"ჩვენ ვედავებით "ლაბორს" ჩვენთან შეუთანხმებლად გადაწყვეტილებების მიღებაში, რამაც სავალალო შედეგები მოგვიტანა. მათ შორის ის, რომ ჩვენ გვაქვს ახლა სამართლებრივი დავა "ევოლუშენთან", რომელიც გვთხოვს ფინანსურ კომპენსაციას. "ლაბორი" ამ პროცესებს მართავდა არასწორად", — ამბობს გვანცა სუბელიანი.
უკვე ექვსი თვეა, რაც კომპანია "ევოლუშენ საქართველოს" თანამშრომელთა ნაწილი გაფიცულია. ისინი ითხოვენ ხელფასების მომატებას და შრომის პირობების გაუმჯობესებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, დაიწყო თუ არა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები