ქუთაისში ევროინტეგრაციის მომხრე სოციალურ მუშაკს ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ
ქუთაისის არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სამი თანამშრომლიდან ორს: სოციალური მუშაკსა და ფსიქოლოგს ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ. სოციალური მუშაკი ანა ენდელაძე ეჭვობს, რომ მას პოლიტიკური მოსაზრების გამო ათავისუფლებენ.
რეფერირების ცენტრი რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანებთან მუშაობს და თუ ახალ კადრებს არ აიყვანენ, მხოლოდ ერთი თანამშრომელი რჩება. ამ პირობებში ცენტრის ნორმალური ფუნქციონირება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ინფორმაცია ნეტგაზეთი ავრცელებს.
ანა ენდელაძის მსგავსად, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული ბიუროს კიდევ 10-მდე სოციალურ მუშაკს აცნობეს, რომ 2025 წლიდან მათი ხელშეკრულებები აღარ გაგრძელდება. სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ ამის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც ისინი ეჭვს გამოთქვამენ, რომ გათავისუფლება პოლიტიკური მიზეზებით მოხდა.
გამოცემის ინფორმაციით, ქუთაისის რეფერირების ცენტრის ჯერ კიდევ მოქმედ სოციალურ მუშაკს, ანა ენდელაძეს ბიუროს ადმინისტრაციიდან გუშინ დაურეკეს და უთხრეს, რომ ხელშეკრულება, რომელიც 31 დეკემბერს სრულდება, აღარ გაუგრძელდება. ენდელაძე ამბობს, რომ სატელეფონო საუბრისას მისთვის მიზეზები არ აუხსნიათ. მან ხელმძღვანელობას ოფიციალური მეილიც მისწერა, რომელზე პასუხიც ამ დრომდე არ მიუღია.
“ჩემთვის პირადად არ უთქვამთ, მაგრამ იმასაც ასახელებენ, რომ ფინანსური კრიზისის გამო ვართ ჩვენ გათავისუფლებული. თუმცა ესეც არალოგიკურად მიმაჩნია, ვინაიდან ჩვენი, ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის გარეშე, ქუთაისის ცენტრი როგორ იფუნქციონირებს?! აღარ დარჩა სპეციალისტები. მაშინ საერთოდ უნდა დაიხუროს. ამ შემთხვევაში როგორ ხდება ბავშვების ინტერესების გათვალისწინება, ესეც ცალკე საკითხია", — ამბობს ენდელაძე.
ენდელაძე ამბობს, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, სოციალური მუშაკები საჯაროდ და აქტიურად აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. 20 დეკემბერს მათ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, შეუერთდნენ სამოქალაქო საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციებზე დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. 21 დეკემბერს ამ მოთხოვნებით საპროტესტო აქცია და მარში გამართეს.
"ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები საჯაროა. მე პირადად ამ მარშზე ფიზიკურად ვერ ვიყავი, იმიტომ, რომ ქუთაისში ვარ დასაქმებული და ვერ მოვახერხე, რომ თბილისში ჩამოვსულიყავი, თუმცა, ზოგადად, სოციალური მუშაკები ემიჯნებიან ევროინტეგრაციის შეჩერებას და ჩვენ ხელიც მოვაწერეთ შესაბამის განცხადებას.
მე ვერ ვიტყვი, რომ სამსახურში ჩემი ზემდგომები ან ხელმძღვანელები პოლიტიკური ნიშნით რამეს მომიწოდებდნენ, ან ზეწოლა იყო, ან რაიმე განხილვა გვქონდა ამ თემასთან დაკავშირებით. მე არავინ შემხებია. უბრალოდ, სხვა ობიექტური მიზეზი არ არსებობს. არ ვიცი, რატომ შეიძლება გვათავისუფლებდნენ. ამიტომ, მე მაქვს ეჭვი, რომ გამომდინარეობს იმ პოლიტიკური პროცესებიდან, რაც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს", — ამბობს ანა ენდელაძე.
სოციალური მუშაკი წუხს, რომ კადრების არარსებობის შემთხვევაში ბავშვები, რომლებთანაც მუშაობდა, შესაბამისი სერვისების და ზრუნვის გარეშე დარჩებიან.
გამოცემა დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს, რომლის დაქვემდებარებაშიცაა პრობაციის ეროვნული ბიურო. უწყებაში ადასტურებენ ინფორმაცია, რომ 10-მდე სოციალურ მუშაკს ხელშეკრულებებს აღარ უგრძელებენ. თუმცა არ განმარტავენ, რა გახდა ამის საფუძველი, აიყვანენ თუ არა მათ ნაცვლად სხვა კადრებს, როგორ გააგრძელებს ბიურო, განსაკუთრებით რეგიონული ცენტრები მუშაობას და ა.შ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები