ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც ბოლო პერიოდში ძალოვნების კვების ტენდერებს პერმანენტულად იგებს? - IDFI
შსს-ს “საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში” მონაწილე მოსამსახურების კვებით უზრუნველყოფის ტენდერში კომპანია შპს ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი იმარჯვებს – კვლევას IDFI აქვეყნებს.
აღნიშნულისთვის კომპანიას 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 240,000 ლარი გამოიყოფა, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან კი 60,000 ლარი.
შპს ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსის წილები შემდეგნაირად ნაწილდება:
- ნათია თავაძე, - 50%;
- ზაზა სინაურიძე - 20%;
- შალვა ნოზაძე, - 30%.
ხელშეკრულება ძალაში 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით იქნება და მის მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ კვებითი მომსახურება მოთხოვნიდან 12 საათის ვადაში უნდა უზრუნველყოს. საუბარია თითოეულ ჯერზე მინიმუმ 5000 კომპლექტის დამზადებაზე, რომლის რაციონიც შემდეგნაირად გამოიყურება:
- 1 ცალი სენდვიჩი ლორით და ყველით;
- შოკოლადის ნაწარმი - ბატონის ტიპის;
- გამაგრილებელი, გაზირებული, უალკოჰოლო სასმელი.
ელექტრონულ ტენდერში საკუთარი შეთავაზება მხოლოდ შპს ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსმა წარადგინა, რომელმაც შსს-ს თითო კომპლექტის დამზადება 19 ლარად და 75 თეთრად შესთავაზა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება. შსს-მ შესყიდვა 8 ნოემბერს გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი 7 დეკემბერს დაიწყო.
საჯარო წყაროების მიხედვით, ეს პირველი შემთხვევაა როდესაც ძალოვან უწყებას საკვებით აღნიშნული კომპანია მოამარაგებს, რომელსაც აქამდე ძირითადად სამედიცინო დაწესებულებების კვებით მომარაგების გამოცდილება ჰქონდა.
კომპანიას, 2020 წლის შემდეგ კვებით მომსახურებასთან დაკავშირებით, ჯამში 1,335,400 ლარის ტენდერები აქვს მოგებული, გამარტივებული შესყიდვების გზით კი 26,000 ლარი აქვს მიღებული. ყველაზე მსხვილი 550,000 ლარის და 430,000 ლარის ტენდერები კომპანიამ 2021 წელს მოიგო. ორივე მათგანი შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის კვებით მომსახურებას შეეხებოდა.
კომპანიის დირექტორმა, ვალერიან ფუტკარაძემ მიმდინარე წლის აგვისტოში “ქართულ ოცნებას” 40,000 ლარი შესწირა.
24 ნოემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 13-ჯერ მიმართა თანამშრომელთა კვებაზე გამარტივებული შესყიდვის ნებართვის თხოვნით. აქედან 12 შემთხვევაში სამინისტრომ თანხმობა მიიღო - ჯამური ღირებულებით 1,162,050 ლარი. განხილვის ეტაპზეა 62 100 ლარის შესყიდვა. სამწუხაროდ, 2019 წლის შემდეგ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე აღარ იტვირთება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აუქციონის გარეშე განხორციელებული გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებები, რაც შეუძლებელს ხდის მიმწოდებლების შესახებ ინფორმაციის დადგენას.
IDFI მიიჩნევს, რომ შსს-ს თანამშრომელთა კვების მომსახურებაზე გამოცხადებულ ღია ტენდერებში მონაწილეობაზე დაბალი ინტერესის მთავარ მიზეზად შესაძლებელია განხილულ იქნას, შსს-ს თანამშრომელთა მიერ აქციების დარბევისას გამოჩენილი სისასტიკის შედეგად.
კომპანიებისთვის წარმოშობილი მორალური და საზოგადოებრივი წნეხი. ასევე, საერთაშორისო სანქციების საშიშროების მოლოდინი, რაც შესაძლებელია განაპირობოს კომპანიის მხრიდან სამინისტროს იმ სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობამ, რომელთა ქმედებებმა უკვე გამოიწვია მათი ხელმძღვანელი პირების ფინანსური დასანქცირება.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები