2 წარუმატებელი ცდის შემდეგ, მთავრობა ევროსასამართლოში ფაფიაშვილისა და სიჭინავას წარადგენს
ორი წარუმატებელი ცდის შემდეგ, ევროსასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეების პოზიციაზე მთავრობამ კიდევ ორი კანდიდატი შეარჩია.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლის და თავმჯდომარის მოადგილის, ლალი ფაფიაშვილისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ოთარ სიჭინავას კანდიდატურები ევროპის საბჭოს 31 აგვისტომდე წარედგინება.
ვინ არის ლალი ფაფიაშვილი
ლალი ფაფიაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ პარლამენტმა 2007 წელს დანიშნა. 2016 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ის სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩია.
ზუსტად ერთი წლის წინ, ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფაფიაშვილის დედას, ტატიანა ახლედიანს შესაძლოა სამართალდარღვევასთან ჰქონოდა კავშირი. რუსთავი 2-ის მტკიცებით, ხელისუფლება სწორედ ამ საქმეს იყენებს, რათა ზემოქმედება მოეხდინა მოსამართლე ლალი ფაფიაშვილზე, რომელსაც სასამართლოში უნდა განეხილა ტელეკომპანიის საქმე.
თავად ლალი ფაფიაშვილი დედამისის ბრალეულობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ დანაშაული ჩადენის შემთხვევაში ის პასუხისგებაში აუცილებლად მიეცემოდა. ბრალდების გამო, ფაფიაშვილმა პლენუმს გახმაურებული საქმეების, ე.წ კაბელების საქმის, გიგი უგულავას და რუსთავი 2-ის საქმეებზე თვითგანრიდების შუამდგომლობით მიმართა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფრომაციით, ლალი ფაფიაშვილი 2011 წლიდან არის თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ოჯახში ძალადობის, ადამიანის უფლებების საკითხებზე.
ვინ არის ოთარ სიჭინავა
ოთარ სიჭინავა ერთ-ერთი იყო იმ მოსამართლეებს შორის, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმეს განიხილავდა. 2016 წლის სექტემბერში სხდომები მეორედ პლენუმის გამოუცხადებლობის გამო ჩაიშალა. მაშინ, როცა სიჭინავა ბათუმში პროცესზე უნდა ყოფილიყო, თბილისში ძაღლებს ასეირნებდა.
ოთარ სიჭინავა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 2006 წლიდან 2016 წლამდე მუშაობდა. 2017 წლის 11 მაისს ის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა.
მოქმედ ხელისუფლებას სტრასბურგში წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად კონკურსის გამოცხადება მესამედ, 25 ივლისს მოუწია. ხელისუფლების მიერ შერჩეული კანდიდატები სტრასბურგმა დაიწუნა. ბოლოს ხელისუფლებამ ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე შეარჩია, თუმცა სტრასბურგში მათგან მხოლოდ ერთი, ლადო ჭანტურია მოიწონეს. სწორედ დანარჩენი ორი კანდიდატის ჩასანაცვლებლად მოუწია საქართველოს მთავრობასაც ახალი კონკურსის გამოცხადება.
აღნიშნული კონკურსის ფარგლებში მოსამართლეობის სურვილი 28 პირმა გამოთქვა. სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ გასაუბრებაზე მხოლოდ 8 პირი დაიბარა, რომელთაგან შვიდს ინდივიდუალურად გაესაუბრა, მერვე გასაუბრებაზე არ გამოცხადდა.
ქულათა დაჯამების შედეგად გამოვლინდა ოთხი კანდიდატი, რომლებმაც ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს:
- ლალი ფაფიაშვილი - 4.82;
- თამარ ალანია - 4.45;
- იოსებ ბაჩიაშვილი - 3.73;
- ოთარ სიჭინავა - 3.73.
დადგენილი წესის თანახმად, სია გენდერული ნიშნით შედგა.
სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ასარჩევ კომისიას ბოიკოტი გამოუცხადა კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის. კოალიციას მიაჩნია, რომ ხელისუფლების მიზანია წინასწარ განსაზღვრული კანდიდატების უპირობო მხარდაჭერა, რის გამოც აზრი ეკარგება მათ კომისიაში ჩართულობას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები