ნინო კიკნაძე

27 Dec. 2024, 13:35

დღეს, 27 დეკემბერს შემატყობინეს, რომ 1 იანვრიდან თბილისის მერია ჩემთან შრომით ხელშეკრულებას წყვეტს.

საქმე, რაც კი მრავალი წლის განმავლობაში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის მიკეთებია, მათ ცივილიზებულ სამყაროსთან დაახლოებას ემსახურებოდა. 2019 წელს თბილისმა ”იუნესკოსგან“ წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი მიიღო, 2021 წელს კი, მედიახელოვნების მიმართულებით ”იუნესკოს“ შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრიც გახდა — ორივე ეს პროექტი მუნიციპალურ დონეზე იმართებოდა, რადგან ”იუნესკოსთან“ ხელშეკრულებას ხელს სწორედ ქალაქის მერი აწერს, შესაბამისად, პასუხისმგებლობასაც ის იღებს, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება.

თბილისი - იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ პროექტად იქნა მიჩნეული თავად იუნესკოს მიერ. იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრობა კი უნიკალური და ყოველწლიურად მზარდი შესაძლებლობაა მუნიციპალიტეტების კულტურის სტრატეგიული განვითარებისთვის და ადგილობრივო ხელოვანების პროფესიული ზრდისთვის და მათი შემოქმედების პოპულარიზაციისთვის.

ორივე პროექტი, რომლის ფარგლებშიც თბილისის მერიასთან ვთანამშრომლობდი, ჩემი შრომითა და ინიციატივით მოიპოვა თბილისმა. მოკლედ რომ ვთქვა, არც ფიზიკური, არც ემოციური და არც პროფესიული უნარები დამიკლია რომელიმე პროექტისთვის, ახლა კი ვიგებ, რომ ჩემი პოლიტიკური შეხედულებების ღიად დაფიქსირების გამო, 2025 წლის იანვრიდან ჩემი ხელშეკრულება აღარ გაგრძელდება.

წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელში 25 ქალაქია, შემოქმედებითი ქალაქების ქსელშიც 25, მომიწევს მსოფლიოს მასშტაბით, მინიმუმ 50 ქალაქის წარმომადგენელს ავუხსნა, რომ ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილების გაპროტესტების გამო სამსახურიდან მიშვებენ.

ახლა, როცა 500-მდე ადამიანი დააკავეს, დემონსტრანტები ნაწამები არიან და 44 მოქალაქე სისხლის სამართლის მუხლით, უკანონო პატიმრობაში რჩება, რთულია სამსახურებრივ დასჯაზე წერა, თუმცა ესეც რეპრესიების განუყოფელი ნაწილია და ის ხელისუფლების ანგარიშსწორების მასშტაბს მხოლოდ აფართოებს.

2028 წელს ევროკავშირთან მოლაპარაკების განახლების შესაძლებლობა დღევანდელი მოცემულობით ისეთივე ტყუილია, როგორც ის, რომ ღირსებით ევროპისკენ მივდივართ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…