საია საკანონმდებლო ცვლილებების მიზნად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ოცნებისთვის" სასათბურე პირობების შექმნას ასახელებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით "ოცნების" პარლამენტი მორიგ ჯერზე ცდილობს საარჩევნო კანონმდებლობის ვიწროპარტიულ ინტერესებზე მორგებას. როგორც საია განმარტავს, მთავარი მიზანი 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არაკეთილსინდისიერი უპირატესობის შექმნაა.
"დაჩქარებული წესით განხილული და მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით თვითგამოცხადებული პარლამენტი მორიგ ჯერზე ცდილობს საარჩევნო კანონმდებლობის ვიწროპარტიულ ინტერესებზე მორგებას, რის მიზანსაც 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არაკეთილსინდისიერი უპირატესობის შექმნა წარმოადგენს.
ცვლილებების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კვლავ იზრდება საკრებულოებში მაჟორიტარული კომპონენტი და ის 2017 წლის ნიშნულს უბრუნდება. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც 2024 წლის გაზაფხულზე ერთპარტიულად მიღებული ცვლილებით უკვე გაუქმდა საკრებულოს მაჟორიტარი წევრების ასარჩევად დაწესებული მინიმალური 40%-იანი ბარიერი და მეორე ტურის დანიშვნის შესაძლებლობა. ეს უკანასკნელი საიამ უარყოფითად შეაფასა.
საერთო ჯამში, ცვლილებების შედეგად, 2025 წლიდან ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებზე თვითმმართველ ქალაქებში (თბილისის გარდა) პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრებს შორის თანაფარდობა განისაზღვრება 3:2 პროპორციით (ნაცვლად 4/1-ისა), ხოლო თბილისში — 1/1 პროპორციით (ნაცვლად 4/1-ისა).2 სხვა მუნიციპალიტეტებში პროპორციული სისტემით არჩეული საკრებულოს წევრთა რაოდენობა იქნება 15, ხოლო მაჟორიტარი წევრები აირჩევიან ფარდობითი უმრავლესობის პრინციპით, საარჩევნო ბარიერისა და მეორე ტურის დანიშვნის შესაძლებლობის გარეშე (ნაცვლად 2/1-ის პროპორციისა).3 ამასთან, პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული წევრებისთვის საარჩევნო ბარიერი გაიზარდა და 4%-ით განისაზღვრა (ნაცვლად 3%-ისა რეგიონებში, თბილისში კი 2.5%-ისა).4
2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების5 შედეგად შემუშავებული საკანონმდებლო ჩარჩო პროპორციებს შემდეგნაირად განსაზღვრავდა: პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების შეფარდება ხუთ თვითმმართველ ქალაქში იყო 4/1 პროპორციულის სასარგებლოდ, ხოლო ყველა დანარჩენ მუნიციპალიტეტში - 2/1.6 პროპორციულ ნაწილში ბარიერი თბილისის გარდა ყველა მუნიციპალიტეტში 3%-ს შეადგენდა, დედაქალაქში კი — 2.5%-ს.7 საკრებულოს წევრი მაჟორიტარების რაოდენობა მუნიციპალიტეტებში განისაზღვრებოდა ამომრჩეველთა კანონით გათვალისწინებული რაოდენობის პროპორციულად,8 ხოლო მათ ასარჩევად დაწესებული იყო 40%-იანი ბარიერი.9
2024 წლის გაზაფხულზე საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით გაუქმდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების ასარჩევად დადგენილი მინიმალური 40%-იანი ბარიერი და საკრებულოს მაჟორიტარულ არჩევნებში მეორე ტურების გამართვის შესაძლებლობა. დღეს, საკრებულოს წევრად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილ ხმას მიიღებს. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით ამ ცვლილების მიზეზად მეორე ტურების ჩატარების გამო საკრებულოს სწრაფად დაკომპლექტებისა და მათი ეფექტური საქმიანობის ხელშეშლა დასახელდა. ამასთან, ინიციატორები ამ ცვლილების მიზნად ისეთ არგუმენტებს იშველიებდნენ, როგორიც იყო მეორე ტურების გამართვასთან დაკავშირებული ფინანსური რესურსების დაზოგვა.
ამრიგად, შემოთავაზებული ცვლილებებით მუნიციპალურ არჩევნებში მაჟორიტარული კვოტით ასარჩევი კანდიდატების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ქართული კონტექსტის გათვალისწინებით, საქმე გვაქვს საკანონმდებლო რეგულაციების მნიშვნელოვან გაუარესებასთან. კერძოდ, მმართველი პოლიტიკური პარტიები, როგორც წესი, რეგიონებზე პოლიტიკური და ელექტორალური კონტროლის კუთხით მნიშვნელოვნად ეყრდნობიან რეგიონულ ელიტებს, რაც მათ უპირატეს მდგომარეობაში აყენებთ. საარჩევნო ბარიერისა და მეორე ტურის ჩატარების გარეშე კიდევ უფრო მკაფიოდ იჩენს თავს მაჟორიტარული სისტემის უარყოფითი მხარე — ხალხის წარმომადგენლად შესაძლოა არჩეულ იქნეს კანდიდატი, რომლის წინააღმდეგაც ბევრად უფრო მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ვიდრე მის მხარდასაჭერად. შედეგად, კიდევ უფრო მეტია ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობა, ვიდრე ნებისმიერი სხვა საარჩევნო სისტემის (თუნდაც მაჟორიტარულის სხვა სახეობის) შემთხვევაში.
საერთო ჯამში, ცვლილებების შედეგად მიღებული საკანონმდებლო ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების მანდატებში პროპორციულად ასახვას და მნიშვნელოვნად გაზრდის ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობას. ყველაზე მეტი მხარდაჭერის მქონე სუბიექტი გაუმართლებელ უპირატესობას მოიპოვებს და მის კანდიდატს საშუალება მიეცემა ამომრჩევლის უმრავლესობის უარყოფითი განწყობის მიუხედავად დაიკავოს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობა.", — ნათქვამია საიას გავრცელებულ განცხადებაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები