ჯო უილსონი

31 Dec. 2024, 00:11

რადიო თავისუფლება [ვაჟა თავბერიძე]: სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე მოწვეული იქნება, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ხომ ასეა?

კონგრესმენი უილსონი: დიახ, ნამდვილად. მე მას ვიწვევ, როგორც საქართველოს პრეზიდენტს.


*ვაჟა თავბერიძე უილსონს ჩაეკითხა "ქართული ოცნების" ბრალდებების შესახებაც, "ოცნების" წარმომადგენლებმა კონგრესმენის ბოლოდროინდელი განცხადებები "ანაზღაურების სანაცვლოდ გაკეთებულ განცხადებებად" შეაფასეს;

აღნიშნულ ბრალდებას რესპუბლიკელი კონგრესმენი შემდეგი სიტყვებით პასუხობს:

"აბსოლუტური სიცრუეა. რომ ვიღებდე ანაზღაურებას, ეს აუცილებლად გამოჩნდებოდა ჩემს ფინანსურ ანგარიშგებებში – და იქ არაფერია. ჩემი სიყვარული და დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ სრულიად გულწრფელია და ამას ჩემი თბილისში ვიზიტებიც ადასტურებს. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვიტყვი - ეს არ არის სიმართლე. მე არ მჭირდება ანაზღაურება თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად. ეს ჩემი ოცნება და იმედია – თავისუფლება და დემოკრატია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, რასაც უკვე ათწლეულებია მხარს ვუჭერ. ჩემი პრინციპები დაფუძნებულია იდეალებზე და არა ფინანსურ მოტივებზე."

"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტმა ვაჟა თავბერიძემ კონგრესმენს ჰკითხა, რა სტატუსით იწვევს სალომე ზურაბიშვილს დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…