მერიიდან გათავისუფლებული გიგა სოფრომაძე კონსტანტინე ჟღენტის "დასმენის წერილს" ასაჯაროებს, რის გამოც ის სამსახურიდან გაუშვეს
შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი, გიგა სოფრომაძე სამსახურიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით 25 დეკემბერს გაათავისუფლეს. ის სოციალურ ქსელში საქართველოს უსინათლო კავშირის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, კონსტანტინე ჟღენტის "დასმენის წერილს" აქვეყნებს, რომელიც მან კახა კალაძის სახელზე დაწერა და რომლის საფუძველზეც მისი სამსახურიდან დათხოვნა მოხდა.
წერილში კონსტანტინე ჟღენტი წერს, რომ შშმ პირთა უმრავლესობის აღშფოთებას იწვევს თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივნის, გიგა სოფრომაძის ქმედებები თუ უმოქმედობები, მისი გამონათქვამები და ცილისმწამებლური განცხადებები და “შშმ პირის სტატუსი არ გახლავთ ჯავშანი იმისა, რომ ერთი და იგივე პირი მუდმივად იკავებდეს თანამდებობას".
"საკითხი ეხება თქვენს მიერ გაცხადებულ თბილისის მერიაში გაჯანსაღების მიზნით ჩასატარებელ საჯარო მოსამსახურეთა რეორგანიზაციის პროცესს. რომლის ფარგლებშიც, მიზანშეწონილია, რომ აუცილებლად ჩართოთ თანამდებობები, რომლებიც დღეის მდგომარეობით დაკავებული აქვთ შშმ პირებს. ჩვენი რეკომენდაცია არ არის გამოწვეული რომელიმე პიროვნების პირადი მტრობით, თუმცა შშმ პირთა უმრავლესობის აღშფოთებას იწვევს თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივნის, გიგა სოფრომაძის ქმედებები თუ უმოქმედობები, მისი გამონათქვამები და ცილისმწამებლური განცხადებები.
განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ გიგა სოფრომაძე, ნაცვლად იმისა, რომ გამოირჩეოდეს შშმ პირთა სხვადასხვა თემის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობით, იგი უგულებელყოფს მათ საჭიროებებსა და პირიქით, ცდილობს იმოქმედოს შშმ პირთა ინტერესების საზიანოდ. ამავდროულად, თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი, ჩვენი კავშირისა და მისი წევრების მიმართ არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას და მათ მიმართ აკეთებს ცილისმწამებლურ განცხადებებს. აქვე აღვნიშნავთ, რომ შშმ პირის სტატუსი არ გახლავთ ჯავშანი იმისა, რომ ერთი და იგივე პირი მუდმივად იკავებდეს თანამდებობას. შესაბამისად, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მერიის რეორგანიზაციის პროცესში საკონკურსო თანამდებობების ნუსხაში ჩართოთ ყველა ის თანამდებობა, რომლებიც დღეის მდგომარეობით დაკავებული აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
პ.ს. ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, რომ შშმ თემში არსებობს არაერთი ეთიკური და კომპეტენტური ადამიანი, რომლებიც იმსახურებენ შანსის მიცემას. ბატონო კახი, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ზემოაღნიშნული რეკომენდაცია", — წერს კონსტანტინე ჟღენტი.
27 დეკემბერს თბილისის მერმა, კახა კალაძემ უარყო, რომ სოფრომაძის გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. მისი თქმით, "ის, რომ პოლიტიკური ნიშნით ვიღაც გათავისუფლდა, არის ტყუილი და სპეკულაცია. სოფრომაძე არ იყო შტატში და ამ ხელშეკრულების ვადა ამოეწურა.
"ის, რომ პოლიტიკური ნიშნით ვიღაც გათავისუფლდა, არის ტყუილი და სპეკულაცია. ის არ იყო შტატში, როგორც თანამშრომელი, ის იყო ხელშეკრულებით. ამოეწურა ხელშეკრულების ვადა. ის მუშაობდა შშმ პირების მიმართულებით პროგრამების დანერგვაზე და დღეს ყველა პროგრამას, რომელიც დანერგილია, ჰყავს შესაბამისი ხელმძღვანელი და მისი იქ მუშაობის აუცილებლობა არც იყო. ხელშეკრულება დასრულებულია და ახლის გაგრძელების საჭიროება არ იყო დღის წესრიგში.
ჩვენ არავინ არ შეგვიზღუდავს, უამრავი ადამიანი იყო, ვისაც ჰქონდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, აქციებზეც დადიოდა, ძალიან ისეთ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა და შეფასებებს, რა ვიცი, ამის ნათელი მაგალითი, თუნდაც ავიღოთ გვარამიას პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც იყო ჩვენი თანამშრომელი. ჩვენ თუ პოლიტიკურად ისეთი მიდგომები გვქონდა, რომ განსხვავებულ აზრს ვდევნიდით, მაშინ მასაც გავათავისუფლებდით, არ გვქონია ასეთი მიდგომა", — თქვა მან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები