რუსული კანონის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ბრალდებულ ირაკლი მეღვინეთუხუცესს მოსამართლე ზვიად შარაძემ 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 30 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ზვიად შარაძემ რუსული კანონის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაკავებული ორი პირის სისხლის სამართლის საქმე განიხილა.
ირაკლი მეღვინეთუხუცესს საქართველოს პროკურატურა ბრალს სდებს პოლიციელზე თავდასხმასა და მარიხუანას შეძენა-შენახვაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი და 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილებით.
საიას ცნობით, დასკვნით ეტაპზე მყოფი სასამართლო სხდომა 26 დეკემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა არ ჩატარდა და გადაიდო.
30 დეკემბრის სხდომაზე მოსამართლემ განმარტა, რომ 30 დეკემბრამდე გადადება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მისმა სათათბიროდ გასვლამ განაპირობა.
ბრალდების და დაცვის მხარემ წარმოადგინეს დასკვნითი სიტყვები, რის შემდეგაც მოსამართლე ზვიად შარაძემ ირაკლი მეღვინეთუხუცესი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ორივე ბრალდებაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით.
საიას განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ზვიად შარაძე არსებითად განიხილავს ფრიდონ ბუბუტეიშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესაც, ბუბუტეიშვილის სასამართლო სხდომაც 26 დეკემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა არ ჩატარდა, როგორც სასამართლოს წარმომადგენელმა განგვიმარტა პროკურორის მიმართვის საფუძველზე ეს სხდომაც 30 დეკემბერს გადაიდო. ხსენებულ საქმეზე დღეს, პროკურორის დასკვნითი სიტყვის შემდეგ, დაცვის მხარის შუამდგომლობით კვლავ გადაიდო.
ორგანიზაციის შეფასებით, 30 დეკემბერს ირაკლი მეღვინეთუხუცესის მიმართ გამოტანილი განაჩენი კიდევ ერთხელ ამყარებს ეჭვს, რომ საქართველოს პროკურატურა და თბილისის საქალაქო სასამართლო ხელოვნურად აჭიანურებდნენ საქმის განხილვას, იმ მოტივით, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ ჰქონოდა აქტივისტების შეწყალების ბერკეტი.
საიამ არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურისა და სასამართლოს დამოკიდებულებებზე დაკვირვება ბადებს ეჭვს, რომ აქტივისტების მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები არ არის დაცლილი სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით დევნის მოტივებისგან, რაც შემაშფოთებელია და ძირს უთხრის, ერთი მხრივ, პროკურატურის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს, და, მეორე მხრივ, სასამართლოს სისტემის საქმიანობას.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები