ანა გაგნიძე: სხვა საჯარო უწყებების მსგავსად, იუსტიციის სახლშიც დაიწყო რეპრესიები
საჯარო სექტორში, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით კადრების გათავისუფლების პროცესი გრძელდება.
იუსტიციის სახლის თანამშრომელი ანა გაგნიძე სოციალურ ქსელში წერს, რა შედეგები მოიტანა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის ცვლილებამ და აცხადებს, რომ ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდამჭერ განცხადებაზე ხელმოწერა მას და მის თანამშრომლებს სამსახურის დაკარგვად დაუჯდათ.
"და აი, ისიც! რამდენიმე დღის წინ "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის ცვლილებზე ვწერდი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან, კანონიერებასთან და რეალურად წარმოადგენს რეპრესიულ აქტს.
აქტს, რომელიც საჯარო სამსახურის დაშლას და პარტიულ კოლექტივად გარდაქმნას ემსახურება.
კონსტიტუციის ერთგულებასა და ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდამჭერ განცხადებაზე ხელმოწერის პასუხად, სხვა საჯარო უწყებების მსგავსად, იუსტიციის სახლშიც დაიწყო რეპრესიები, რომელსაც ალბათ, არ შეწყვეტენ, სანამ ამის შესაძლებლობა ექნებათ.
2024 წლის 30 დეკემბრის საღამოს ცნობილი გახდა, რომ hr დეპარტამენტის გამორჩეულად კარგ, პოზიტიურ, დაუზარელ და ყოჩაღ თანამშრომელს 1 წლის თავზე, იანვრიდან, აღარ უგრძელებენ შრომით ხელშეკრულებას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, თუმცა ყველასთვის გასაგები მიზეზით.
2024 წლის 31 დეკემბერს კი, ახალ წლამდე რამდენიმე საათით ადრე, აქამდე უვადოდ საშტატო პოზიციაზე დანიშნულებმა - მე, კიდევ ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა (ერთიც შვებულებაშია, ჯერ ვერ გაეგზავნა) და ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მივიღეთ შეტყობინება, რომ 1 თვის ვადაში შეწყდება ჩვენსა და იუსტიციის სახლს შორის წინა დღეს "გამომცხვარი" ადმინისტრაციული ხელშეკრულება.
მიღებული შეტყობინების წაკითხვის შემდეგ მართლა გამეღიმა, პირველი რაც გავიფიქრე, გაფრთხილების ტექსტს შევცვლიდი, ცოტა სინტაქსს და პუნქტუაციასაც შევასწორებდი, მაგრამ ვიცი, რომ ჩქარობდნენ და...
ამის შემდეგ, უბრალოდ თავისუფლება ვიგრძენი — კიდევ ერთხელ, არავის და არაფრის წინაშე ვალდებულება, გარდა ჩემი მოვალეობებისა, რომლებსაც შეზღუდვების ფონზეც კი, მე დღემდე პირნათლად ვასრულებ და სანამ დრო მაქვს, ისევ ასე გავაგრძელებ.
გავაგრძელებ, მათ შორის, იუსტიციის სახლის თითოეული თანამშრომლის ინტერესის დაცვას, ვისაც ღიად ან შეფარვით, ემუქრება რაიმე ნიშნით ჩაგვრა.
და გავაგრძელებ ჩემი პრინციპების, ღირებულებებისა და სინდისის ერთგულებას.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ველოდი, ისევე როგორც, ბევრი გულშემატკივარი, ვისაც მართლა ადარდებდა თავისუფლად აზრის გამოხატვის შედეგები და ის "კეთილისმსურველებიც", ვისაც საჯარო სამსახური მათი ან/და პარტიის კუთვნილება ჰგონიათ.
თუმცა, გულწრფელად ვფიქრობ, საჯარო სამსახურის რეფორმისა და ნაკოწიწები შედეგების ფეხქვეშ გათელვის და ამასთან, ზოგიერთი "სახეცვლილი" ადამიანის პირობებში, დასაკარგიც ბევრი არაფერი დარჩა და ამიტომ, 'იმ სანქციებისგან' განსხვავებით, ეს მართლა ჯილდოა. :))
ჩემთვის ყოველთვის უძვირფასესი იქნება იუსტიციის სახლი, ორგანიზაცია, რომელიც თავისი არსით, სტანდარტებით და მომსახურების ხარისხით ყველაზე ახლოს არის ევროპულობასთან, მაგრამ ამ ორგანიზაციის მთავარი ღირებულება ყოველთვის იყო პროგრესულად მოაზროვნე თანამშრომლები, რომლებიც მის სახეს ქმნიან საზოგადოებაში.
საერთო განცხადებაზე, საჯარო დაწესებულებებს შორის, ყველაზე მეტი - 550-ზე მეტი ხელმოწერაც, ჩემთვის ამის ერთ-ერთი დასტურია და რეალური სურათი კიდევ უკეთესი.
ვფიქრობ, ამ განცხადებამ, არათუ დააზიანა ორგანიზაციის იმიჯი, არამედ კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩინა ორგანიზაციული ბირთვის პროგრესულობა და თავისუფალი აზროვნება.
რა თქმა უნდა, არიან განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი თანამშრომლებიც, რომლებსაც ისევე აქვთ აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება, როგორც ჩვენ, დანარჩენებს.
სწორედ ამიტომ, ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე თანამშრომლისთვის, უნდა ავაშენოთ მრავალფეროვანი, გამართული, დემოკრატიული და ევროპული საჯარო სამსახური, რომელიც მერიტოკრატიის პრინციპზე იქნება დაფუძნებული და სადაც მთავრობების ცვლილების დროსაც მთავარი მხოლოდ თანამშრომელთა მიღწევები, პროფესიული უნარები და კომპეტენცია იქნება მათთან შრომითი ურთიერთობის განმსაზღვრელი.
ღრმად მწამს და მჯერა, ამ გზიდან გადახვევა დროებითია. მიუხედავად საჯარო მოხელეების/ მოსამსახურეების დასჯის, რეპრესიებისა და დაშინების მცდელობისა, აუცილებლად ავაშენებთ უკეთეს საჯარო სამსახურსაც და ქვეყანასაც და მეც, ჩემი პატარა წვლილით, აუცილებლად ვიქნები ამ ყველაფრის ნაწილი.
და ბოლოს, არცერთი წამით დამიშვია, რომ არ ღირდა საკუთარი აზრის და პრინციპების გამო ბრძოლა, სწორედ ამიტომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო და იმაზე თავდაჯერებული, ვიდრე ოდესმე.", — წერს ანა გაგნიძე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები