აზერბაიჯანის პრეზიდენტი ავიაკატასტროფაში აზერბაიჯანის მოქალაქეების დაღუპვაზე პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს
რუსეთის სამთავრობო უწყებების მცდელობა, მიეჩქმალათ ეს ინციდენტი და დაჟინებით ესაუბრათ აბსურდულ ვერსიებზე, ჩვენში გაკვირვებას, მწუხარებას და სამართლიან აღშფოთებას იწვევს, — აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა "აზერბაიჯანის ავიახაზების" სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე საუბრისას განაცხადა.
"პროკურატურის სამუშაო ჯგუფები გაიგზავნა ქალაქ გროზნოსა და აქტაუში, სადაც მათ ოპერატიული სამუშაოები ჩაატარეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, არსებობს წინასწარი მონაცემები. ბუნებრივია, გამოძიების დასრულების შემდეგ აზერბაიჯანულ საზოგადოებას მივაწვდით სრულ ინფორმაციას. თუმცა, მინდა კიდევ ერთხელ გავამახვილო თქვენი ყურადღება ერთ მომენტზე, რომელიც 29 დეკემბერს აღვნიშნე: ქალაქ გროზნოში გამოცხადდა საჰაერო სივრცის დახურვის ოპერაცია მას შემდეგ, რაც თვითმფრინავს მიწიდან ესროლეს", — აღნიშნა ალიევმა.
მისი თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ არსებობს ძალიან სერიოზული საკითხები, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
"როგორც წესი, როდესაც საფრთხე წარმოიქმნება ქვეყნის საჰაერო სივრცეში, ის მაშინვე იკეტება. ეს ეხება ყველა ქვეყანაში და სხვადასხვა სახელები აქვს. რუსეთში ამას ეწოდება ოპერაცია "ხალიჩა". თუ რუსეთის საჰაერო სივრცეს საფრთხე ემუქრებოდა, თვითმფრინავის კაპიტანს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობებინა, საჰაერო სივრცე სასწრაფოდ უნდა დაეხურათ და თვითმფრინავი უკან დაბრუნებულიყო. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე დაახლოებით 10 დღით ადრე მსგავსი შემთხვევა ქალაქ გროზნოსთან მოხდა. AZAL-ის კუთვნილი თვითმფრინავი შუა გზიდან გაბრუნდა. რატომ არ გააფრთხილეს ამჯერად თვითმფრინავის ეკიპაჟი? ბუნებრივია, ამას გამოძიება გამოავლენს. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეფუძნება სიმართლეს. რუსეთის სამთავრობო უწყებების მცდელობა, მიეჩქმალათ ეს ინციდენტი და დაჟინებით ესაუბრათ აბსურდულ ვერსიებზე, ჩვენში გაკვირვებას, მწუხარებას და სამართლიან აღშფოთებას იწვევს", — აღნიშნა ალიევმა.
შეგახსენებთ, 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქტაუში "აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი. წინასწარმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ "აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის ავიაკატასტროფა რუსულმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტამ გამოიწვია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები