ვირი პერი, რომლის მიხედვითაც შრეკის პერსონაჟი შექმნეს, მოკვდა
ფოტო: Barron Park Donkeys; DreamWorks
ვირი, სახელად პერი, რომელიც თავის დროზე შრეკის ცნობილი პერსონაჟის პროტოტიპად იქცა, 30 წლისა მოკვდა. ცხოველი, რომელიც კალიფორნიის შტატის ქალაქ პალო-ალტოში, ვირების ერთგვარ თავშესაფარში ცხოვრობდა, დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა ჩლიქების ანთებით, რის გამოც მისთვის ევთანაზიის გაკეთება გადაწყდა.
"იგი აქ ყველას უყვარდა და ახლა ყველა გლოვობს", — ამბობს თავშესაფრის მოხალისე ჯენი კირატლი და იხსენებს, რომ პერი მათთან 1997 წელს მოხვდა, როცა მხოლოდ სამი წლის იყო, — "როგორც გვიყვებიან, მას ცხენბურთში მონაწილე ცხოველების დასამშვიდებლად წვრთნიდნენ, მაგრამ თავად ძალიან შარიანი იყო და ამ საქმეს თავი ვერ გაართვა".
შარიანად წოდებულმა, მაგრამ მაინც მხიარულმა და საკმაოდ თავისებურმა პერიმ კი პალო-ალტოში ყველას შეაყვარა თავი, განსაკუთრებით ბავშვებს, რომლებიც მის სანახავად ხშირად მიდიოდნენ; თანაც ისე, რომ წარმოდგენა არ ჰქონდათ, თავიანთი საყვარელი პერსონაჟის მოდელს თუ ხვდებოდნენ.
ეს ამბავი კი თურმე ასე მომხდარა: შრეკის ერთ-ერთი ანიმატორი ქალაქის მახლობლად ცხოვრობდა და ვირის შესახებ ცოლისგან შეუტყვია. მოგვიანებით, იგი პერის კინოსტუდიის გუნდთან ერთად ეწვია და რამდენიმე საათი გაატარა მასზე დაკვირვებაში.
"შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ შრეკის ვირს თავისი სახასიათო ჩვევები — თავის გადაბრუნება, თვალების ატრიალება, მოუსვენარი ჩორთი — სწორედ პერისგან აქვს აღებული", — აღნიშნავს კირატლი.
პერიმ თავისი კვალი ნამდვილად დატოვა — ედი მერფის მიერ გახმოვანებული პერსონაჟი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ანიმაციურ გმირად იქცა. მეტიც, შრეკის შემქმნელი კინოსტუდია DreamWorks სამომავლოდ აპირებს, ვირის პერსონაჟზე ცალკე ფილმი გადაიღოს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები