კიდევ 3 ზღაპარი, რომლებშიც "ქართულმა ოცნებამ" უნდა დაგვაჯეროს
ფოტო: On.ge
იყო და არა იყო რა, გლობალური ომის პარტიაზე უკეთესი რა იქნებოდა?
ამ კითხვას პასუხი "ოცნების" პოლიტსაბჭომ გასცა — გლობალური ომის პარტიის კონსპირაციის შეთხზვის შემდეგ, არალეგიტიმურმა მთავრობამ სამყაროში პოლიტიკური პროცესების წარმმართველი ახალი ორგანო, დიფ სთეითი (Deep State) გამოიგონა. მათი მტკიცებით, უკლებლივ ყველა კონკრეტული პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც "ანტიქართული" განცხადებებით გამოირჩევა, "დიფ სთეითის" ქსელის წევრია, რომელიც გლობალური ომის პარტიის კარნახით მოქმედებს.
"ოცნების" ჩინოვნიკებს ზღაპრები განსაკუთრებულად რომ უყვართ, ამაში უკვე დიდი ხანია დავრწმუნდით, ამიტომ, ვურჩევთ 3 ზღაპარს, რომელთა სინამდვილესა და ლოგიკურობაში ამომრჩევლის დარწმუნება შეუძლიათ, სცადონ.
ზღაპარი მზეჭაბუკისა
ამ ზღაპრის მსგავსად, წყლის მიწოდება მოსახლეობისთვის საქართველოშიც შეწყვეტილია. თბილისის სხვადასხვა უბნის გარდა, უწყლოობის პრობლემა მუდმივად აწუხებს სხვადასხვა რეგიონს. ახალი წლის დღეებში გორში უწყლოობამ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია, რის გამოც ხალხმა ქალაქში რამდენიმე აქცია გამართა.
გორის მოსახლეობას მთავრობა უწყლობის მიზეზს ვერ უსახელებს. შესაძლოა, ისე, როგორც მზეჭაბუკის ზღაპარში, მდინარეებს სამთავიანი დევი დაეპატრონა და მისი დამარცხებაა საჭირო, რათა მოსახლეობამ საბოლოოდ მიიღოს ფუნდამენტური საჭიროება, წყალი, თან ისე, რომ პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" არ დაეკისროს. ჩვენი აზრით, პროპაგანდულმა მანქანამ ქართველები დევების არსებობაში აუცილებლად უნდა დაარწმუნოს.
ნაცარქექია
უსაქმური, წყლის ნაყვით დაკავებული ადამიანების მუყაით, თანამდებობისთვის შესაფერებელ პირებად წარმოჩენა "ოცნების" მრავალწლიანი პრაქტიკაა. მეტი მაგალითი რად გვინდა — საქართველოდ პრეზიდენტად ბიძინა ივანიშვილმა აირჩია ადამიანი, რომელსაც უმაღლესი განათლებაც არ აქვს მიღებული და გინებისა და შეურაცხყოფის გარეშე თავის ლიმიტირებულ სათქმელს ვერ გადმოსცემს.
ვფიქრობთ, ნაცარქექია სწორედ ის პერსონაჟია, რომლის სიდიადესა და გმირობაში მოსახლეობის დარწმუნებაზეც უნდა იმუშაოს პოლიტსაბჭომ. მერე რა, რომ ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ნაცარს ქექავდა?! სამაგიეროდ, ცხვრის მწყემსვა შეძლო! მივცეთ შანსი ჩვენს უნიათო პოლიტიკოსებსაც, იქნებ მათაც გაამართლონ ზღაპრული იმედები?
ტყუილი ტირილი
ბიძინა ივანიშვილის მთავრობის პროპაგანდის სტილი ყველამ კარგად შევისწავლეთ — უშინაარსო პანიკის თესვა, მოგონილ ორგანიზაციებთან ბრძოლა, დიფ სთეითი, მეორე ფრონტი, ლოგიკურ კრიტიკასთან "აბა, ომი გინდათ?!" რიტორიკის დაპირისპირება და, ზოგადად, კონსპირაციებითა და მომავალზე ძრწოლით მოსახლეობაზე მანიპულაცია მისი საყვარელი სტრატეგიაა.
"ოცნების" მიერ რეალობის დამახინჯებულად აღქმისა და მომავლის ირაციონალური შიშის დანერგვის მცდელობები ქართულ ხალხურ ზღაპარს, ტყუილ ტირილს გვახსენებს. ამ ზღაპრის პერსონაჟი დედა და ქალიშვილი ილუზორულად წარმოიდგენენ, რომ მათი მომავალი ტრაგიკულად განვითარდება და მოთქვამენ, სანამ მამა არ მივა და მათ გონზე მოსაყვანად დედა-შვილს ხის ტოტით გატყეპს.
ვფიქრობთ, "ქართულმა ოცნებამ" უნდა გადაიკითხოს ტყუილი ტირილი და ქართველებს უნდა დააზეპიროს კიდეც, ოღონდ, ცხადია, ბოლო ნაწილის ამოკლებით — ტექსტის დაცენზურება მათ ნამდვილად არ გაუჭირდებათ. იქნებ ასე უფრო აიძულონ ხალხი, საქართველოში არსებულ უსამართლობაზე, კორუფციაზე, სიღარიბესა და ქაოსზე თვალი დახუჭონ და მხოლოდ იმ მომავალზე იფიქრონ, რომელიც ან მოხდება, ან, რაც უფრო სავარაუდოა — არა.
ვიმედოვნებთ, რომ ქართველ საზოგადოებას ეყოფა გამჭრიახობა, განჭვრიტოს იმ აბსურდული ზღაპრის დასასრული, რომელშიც "ქართული ოცნება" უკვე 12 წელია გვაცხოვრებს. გვჯერა, რომ ევროპული მომავლის მოსურნე მოსახლეობა აუცილებლად დაამარცხებს იმ ბაყბაყდევს, რუსული გავლენის ჭაობში ჩაფლულ არალეგიტიმური მთავრობის სახით რომ ებრძვის თავისუფლებასა და დამოუკიდებელ აზრს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ზღაპარს ჰყავს ბოროტი და კეთილი გმირი და როგორც წესი, ზღაპრებში ბოროტი მარცხდება, კეთილი კი სიბოროტეზე იმარჯვებს. ჩვენც ჩვენი ზღაპრის გარდაუვალად სასიკეთო დასასრულის მოლოდინში ვართ.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა

კომენტარები