თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული აქციების დროს დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესის დაიწყო
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული აქციების დროს დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესის დაიწყო. როგორც ადგილიდან NEWS.On.ge-ს ჟურნალისტი იტყობინება, დაკავებულთა ადვოკატებმა შუამდგომლობა დააყენეს გადაიდოს პროცესი და უფრო დიდ დარბაზში ჩატარდეს.
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის თქმით, სპეციალურად პატარა დარბაზია შერჩეული, ტექნიკური პრობლემების გამო პროცესი დიდ დარბაზში ვერ ტარდება, მაგრამ ვერ სახელდება რა ტექნიკური პრობლემებია. ამ მიზეზით სასამართლოს დარბაზში, სადაც პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 პირის საქმის განხილვა დაიწყო, დაკავებულთა მხარდამჭერების უმრავლესობამ შესვლა ვერ შეძლო.
საქალაქო სასამართლო
"ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. არსებობს დარბაზი, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ საზოგადოება დაესწროს, თუმცა, იქ არ ატარებენ პროცესს.
ტექნიკური საკითხების გამო ვერ ხერხდება პროცესის დაწყებაო, ამბობენ", — განაცხადა ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა.
ამის პარალელურად, სასამართლოსთან საპროტესტო აქციებზე დაკავებულების, მათ შორის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და იუმორისტ ონისე ცხადაძის მხარდასაჭერად ახლობლები და მსახიობები იკრიბებიან. მათ მოთხოვნა რეჟიმის უკანონო პატიმრების გათავისუფლებაა.
აქცია საქალაქო სასამართლოსთან
ფოტო: ნათია ჩიქოვანი
"არ მინდა რაღაცით თავი დავიიმედო, რადგან არ მაქვს ჯერ რაღაც მოლოდინი. ვნახოთ, რა იქნება. ყველა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩემთვის ანდრო ჭიჭინაძე არის მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ანდრო ჩემი თეატრის მსახიობია. ვიცი, რომ ის მხნედ არის და ყველაფერი კარგად იქნება, თავს ვიმშვიდებ", — განაცხადა რეჟისორმა დავით დოიაშვილმა ჟურნალისტებთან.
როგორც პროცესის დაწყებამდე ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა განაცხადა, დაცვის მხარე ერთადერთ მოთხოვნას აყენებს და ეს მოთხოვნა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ანდრო ჭიჭინაძის დაუყოვნებლივ, სასამართლო დარბაზიდან, გათავისუფლებაა. თუმცა, თუ სასამართლო ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, შესთავაზებენ გირაოს.
"პროკურატურა, სავარაუდოდ, ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს, რაც სრულად დაუსაბუთებელი იქნება, ვინაიდან თვეზე მეტია გასული და არც ერთი საგამოძიებო მოქმედება არ აქვს ჩატარებული პროკურატურას და არც ერთი მტკიცებულება არ დევს საქმეში იმისა, რომ რაიმე ბრალეულობაა სახეზე.
ჩვენ ვაყენებთ ერთადერთ მოთხოვნას - დაუყოვნებლივ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს ანდრო ჭიჭინაძე, ვინაიდან არ არის არანაირი საფუძველი იმისა, რომ პატიმრობა გაგრძელდეს. თუმცა მაინც შევთავაზებთ სასამართლოს გირაოს, თავად განსაზღვროს გირაოს ოდენობაც. თუ ჩვენი მოთხოვნა მისი სასამართლო დარბაზიდან დაუყოვნებლის გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდება, შემდგომ იმსჯელოს გირაოს ნაწილზე", — ამბობს მიგინეიშვილი.
მისივე თქმით, პროცესის ინტერესი არის პოლიტიკური და სურთ, რომ ანდრო როგორც სამაგალითო პიროვნება სამაგალითოდ დაისაჯოს.
დღევანდელ პროცესზე 11 დაკავებულის სისხლის სამართლის საქმე გაერთიანდა. ესენი არიან: ანდრო ჭიჭინაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ონისე ცხადაძე, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე, სერგეი კუხარჩუკი.
11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები